უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე:
“წუხელ დავწერე რომ უკვე იმის დროა რომ გამოვიყვანოთ სოლიდარიდან ჩვენი ძალები და ფრონტის ხაზი გავასწოროთ.
კიდევ ვიმეორებ სოლიდარმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა, ძალიან დიდი ზარალი მიაყენა მტერს თავდაცვით რეჟიმში( ამ მიმართულებით ღორების , საერთო ჯამში 40 ტაქტიკური ბატალიონი უტევდა), პლიუს დასავლეთი გამოაცოცხლა და მასიურად დაიწყეს მძიმე ტექნიკის მიწოდება.
უკრაინის გენ.შტაბის ძალიან სწორედ არჩეული ტაქტიკაა .
წუხელ ღამე რაც დავწერე ,დილიდან ზუსტად ის გადაჯგუფება დაიწყო ჩვენი ძალების ,ფრონტის ხაზის გასწორება.
ეს იმიტომ დავწერე რომ მერუსეთე სირებს სიხარულის ჟივილხივილი არ აუტყდეთ, მოგ…თ პუტინი და პატრონი.
კარგი და სასიამოვნო სიურპრიზები უახლოეს ათ დღეში ჩვენ გველოდება.”
ცნობისთვის, გუშინ საღამოს, ვანო ნადირაძე, წერდა:
“მოკლედ სოლედარის მიმართულებით, მიდის ეგრედ წოდებული РУССКАЯ ТРЕХСЛОЙКА შეტევის პრინციპით. რა არის ეს : პირველი და მეორე ტალღა მობილზირებულები, ზეკები და უკვე შემდეგ მომზადებულები.ესა არაა მარტო ვაგნერი ,არის ჩვეულებრივი რუსული სადესანტო მოიერეიშე ბრიგადები.
ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ საერთოდ არაა აქვს ამ დასახლებას რაიმე სტრატეგიული და ფასეული დატვირთვა ,მითუმეტეს ეხლა როდესაც დასახელება უკვე აღარ არსებობს ფაქტიურად.რუსული მხარისთვისაც და უკრაინული მხარისთვისაც უკვე უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
ის რომ რაიმე განსაკუთრებულ გზაზე გავლენ და შემდეგ ბახმუტს აიღებენ ესაც მცდარია.
ჩემი აზრით სჯობს გამოყვანა და ფრონტის ხაზის გასწორება, უკვე დროა . თავდაცვითი ღონისძიებებით უკრაინამ უფრო მეტი ზარალი მიაყენა მტერს სოლედარშიც და ბახმუტშიც.
სოლედარმა უკვე გააკეთა გასაკეთებელი, დასავლეთი იძულებული გახდა სასწრაფოდ და სწრაფ ტემპში უფრო მეტი შეიარაღება მიეწოდებინა უკრაინსთვის.
ეხლა არ გამოხტეთ პროფესორები , არ დამიწეროთ რომ ბახმუტი ალყაში მოყვება.5 თითივით ვიცი მთელი ეს მიმართულება ვერც კონსტანტინოვკის გზაზე გავლენ რუსები და ვერც ბლაგოდატნოეს გზაზე .
კონსტანტინოვკის მიმართულებით საკმაოდ მყარი თავდაცვითი ზღუდეა ჩასავოი იარის მხრიდან და სიმაღლეც რელიეფის ხელს გვიწყობს.”
კომენტარები