უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია ქალაქ სოლედარის დაკავების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც New York Times უკრაინის აღმოსავლეთ ძალების სპიკერზე, სერხეი ჩერვალტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქისთვის ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის ჯარისკაცები კვლავ “მამაცურად იკავებენ დაცვით პოზიციებს ქალაქში რუსული ინტენსიური თავდასხმების პირობებში”.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქ სოლედარის აღების შესახებ განაცხადა. მათი მტკიცებით, რუსულმა ძალებმა ქალაქი ხუთშაბათს საღამოს დაიკავეს.
კომენტარები