ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილის, ტვ პირველის ეთერით, ნუგზარ წიკლაურს და ნაციონალური მოძრაობის იმ წევრებს ეხმაურება, რომლებიც ამბობენ, რომ მის უკან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დგანან და ამბობს:
ლევან ხაბეიშვილი:
-ნუგზარ წიკლაური საუბრობს ლამის სისხლიან 9 წელზე ლევან ხაბეიშვილის კონტექტსში, რომ არ მესმოდეს ხმა და კარდი არ მქონოდა, მეგონებოდა, რომ ამაზე საუბრობს ვოლსკი, პროპაგანდირებენ იმედზე, პოსტ. ტვ–ზე, ჩვენ გონიერი ამომრჩეველი გვყავს. პირველი აქცია 2012 წლის დეკემბერში, მე და ჩემმა მეგობრებმა გავმართეთ ივანიშვილის სახლთან… შეიძლება თქვენ სხვა წარმოდგენა გქონდათ ივანიშვილზე, მაგრამ 2012 წელსვე ვიცოდი რომ რუსი იყო, ისიც და მისი მთავრობაც.
როდის გახდა ნუგზარ წიკლაურისთვის ვანო მერაბიშვილი მიუღებელი? მე არ ვყოფილვარ ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებაში – თუმცა ვამაყობ მისი მხარდამჭერებით და მისი ისტორიითაც და ნუგზარ წიკლაური იყო მთავარიო სპიკერი ნაციონალური მოძრაობის დროს. არ მახსენდება გაებედა ვანო მერაბიშვილზე ზედმეტი ან გადაკვრით ეთქვა, როცა ის პოლიტიკაში იყო. 2012 წლიდან დღემდე, ლევან ხაბეიშვილის გასაშავებლად ქართული ოცნება აკეთებს ყველაფერს, ოღონდ არ არსებობს არგუმენტი – მოგისმენიათ, რომ ხაბეიშვილი იყო ჯალათი, კორუმპირებული, ან ვინმეს რამე მოპარა? ეგეთი არგუმენტი არ არსებობს ბუნებაში. ქართულ ოცნებასთან ერთად დაიწყეს პროპაგანდა, თურმე ვანო მერაბიშვილი დგას ხაბეიშვილის უკან, თითქოს კეზერაშვილი დგას ხაბეიშვილის უკან. ვინ ლაპარაკობს? ნუგზარ წიკლაური? გამახსენეთ უკანასკნელ წლებში რა პრობლემები შეუქმნა ბიძინა ივანისვილს, ან ვინ ამხილა? სისხლიანი ცხრა წელიო ლაპარაკობს, ამით შეურაცხყოფას მარტო ვანო მერაბიშვილს კი არ აყენებს, ან ჩემ მხარდამჭერებს…
დიანა ტრაპაიძე:
-ვანოს ექომაგებით?
ლევან ხაბეიშვილი:
-ვანო მერაბიშვილზე ვლაპარაკობ? მომავალ თაობაზე ვლაპარაკობ. ამ ახალგაზრდებზე (ლევან ხაბეიშვილს სტუდიაში მიტანილი ჰქონდა ფოტოები ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა წევრების, საკრებულოებიდან, რომლებიც მას უჭერენ მხარს.) ჩემ უკან ვინ დგას, აი, მაგალითად, ჯუბა მგელაძე, თაკო მეტრეველი, ბონდო თედორაძე, ლაშა რუხაია, ნარგიზა ალიევა, ლაშა კობახიძე, თათია ნიკოლაშვილი, ეკა პაპუაშვილი, ცოტნე აბესაძე, ლადო დანელია და ანიტა ჯოჯუა – საკრებულოების წვერები, ახალგაზრდები. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მომავალი. ეს ქვეყანა არის ამ ახალგაზრდების ასაშენებლი. ნუგზარ წიკლაურმა ბოლოს როდის ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზე, უჩა მამაცაშვილზე, ლილუაშვილზე, ფარცხალაძეზე, ერთი შემთხვევა მითხარით, როცა პირველწყარო იყო რაიმე თემის, რაიმე აქტივობის, გარდა იმისა, რომ არის კომენტარტორი, უძრავი კომენტატორების დრო ნაციონალურ მოძრაობაში არ იქნება. დღეს არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კეზერაშვილი, ნაციონალური მოძრაობის წევრი არ არის ვანო მერაბიშვილი, დღეს არჩევნები არის ლევან ხაბეიშვილის და მე მესვრის ტალახს ბატონი ნუგზარი. რა გგონიათ რისთვისაა ეს ნიაღვარი? ვისაც უნდა ნაციონალური მოძრაობა იყოს მოძრაობაში ყველას მივესალმები. მხარს დამიჭერს ვანო მერაბიშვილი? ცხადია მივესალმევი, ცხადია მივესალმები ვისაც უნდა ამ ქვეყანში ცვლილებები რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. ეს ახალგაზრდები არიან ვანო მერაბიშვილის მართული? ხვალ არ გამიკვირდება, რომ ნუგზარ წიკლაურმა ბანერი მოიტანოს, ეშვებიდან როგორ მოდის სისხლი ვანოს, კეზერაშვილს და ხაბეიშვილს. მე არ ვიცნობდი ვანო მერაბიშვილს, არანაირი შეხება არ მქონია, არასოდროს, ნუგზარ წიკლაური იყო იმ პარტიის სპიკერი, რომლის გენერალური მდივანი იყო ვანო მერაბიშვილი, როგორ შეიძლება ნუგზარ წიკლაური მე მელაპარაკებოდეს სისხლიან ცხრა წელზე? მე ვამაყობ ნაციონალური მოძრაობით, მისი ისტორიით, პრეზიდენტ სააკაშვილის გაკეთებულებით…
დიანა ტრაპაიძე:
-დაშავებულების?
ლევან ხაბეიშვილი:
-უნდა ეგო თუ არა პასუხი ვინც მართლა რამე დააშავა? კი, ოღონდ არა მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლოებით, მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლო ვერ იქნება სამართლიანი.
კომენტარები