ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, ტვ პირველთან, ჟურნალისტის კითხვების პასუხად, იმ ჩანაწერზე საუბრობს, რომელიც ნიკა მელიას გაუვრცელეს ტექსტით, რომ იგი აგინებს მიხეილ სააკაშვილს.
დიანა ტრაპაიძე:
-გიორგი მუმლაძე, რომელიც ასევე კანდიდატია, ითხოვს რომ ავთენტიკურობა შემოწმდეს ამ ჩანაწერის, გამოხმაურება მელიის ფლანგიდან ჰქონდა რომ ლეგიტიმაციას აძლევენ ფარული ჩანაწერების გავრცელებას. თქვენ სიახლოვეს დაიგეგმა, თუ არა ამ ჩანაწერების გავრცელება, იმიტომ რომ ასევე პარტიაში საუბრობენ, რომ შეხვედრებზე დაჰქონდათ და ადამიანებს ასმენინებდნენ, მელიას მხარდამჭერი ხომ არ ჩამოატარებდა ამ ჩანაწერს.
ლევან ხაბეიშვილი:
-სოციალურ ქსელში მაშინვე დავწერე, რომ ეს არის გაურკვეველი წარმომავლობის და ეს არ არის ჩემი ინტერესი. ამ ქვეყანაში, თუ რამეს ვინმე ავრცელებს ეს არის ქართული ოცნება. თუმცა, არაფერი არ გამიკვირდება უკვე ბაჩო დოლიძისგან და ნუგზარ წიკლაურისგან, პირდაპირ დაიცვეს, სუსი არაფერ შუაშიაო და აგერ ხაბეიშვილი და ვანო მერაბიშვილი. წარმოუდგენელი რამეა, ამას კადრება ხომ უნდა. რახან თავად აზილეს ტალახი, 2 დღე არ გაჩერდნენ და ლამის მე დამაბრალონ, ნიკა მელია რომ იგინება პრეზიდნეტ სააკაშვილის მიმართ… მე მაშინვე ვთქვი, რომ ეს ჩანაწერი არ მაინტერესებს, მაგრამ ბატონი ნუგზარ წიკლაური პირდაპირ ეთერში ამბობს ავთენტიკური რომც იყოს რა პრობლემაა – მაშინ ერთ კითხვას დავსვამ – ჩემთვის არის წითელი ხაზი – ნაცინალური მოძრაობის შიგნით, მიშას მაგინებელთან არანაირი ურთიერთობა არ მინდა. შეიძლება ვინმე სხვა პარტიაში იყოს, სხვა წარმოდგენა ჰქონდეს სააკაშვილზე და მოგვიწიოს თანამშრომლობა, ეს სხვა რამეა, მაგრამ, ნაციონალურ მოძრაობის შიგნით, რახან თავად საუბრობენ ავთენტიკურიც რომ იყოს..
დიანა ტრაპაიძე:
-გჯერათ რომ ნამდვილი ჩანაწერია?
ლევან ხაბეიშვილი:
-არ მაინტერესებს, მე ვავითარებ მათ ნათქვამს, ავთენტურიც რომ იყოსო, პრობლემას ვერ ვხედავთ ამაშიო, შინაარსში პრობლემა ვერ დაინახეს. მე შინაარსში ვხედავ პრობლემას.
დიანა ტრაპაიძე:
-სააკაშვილს არ ახსენებს იმ ჩანაწერში მელია.
ლევან ხაბეიშვილი:
-ხომ იმიტომ გავრცელდა, პრეზიდენტ სააკაშილის მიმართ არისო, ლევან ხაბეიშილზე ლაპარაკობსო, ეგრე ხომ არ გავრცელებულა? ხომ ესეა, მითხარით. მე ვთქვი, რომ ეს არის სიბინძურე, სუსის ხელწერაა, რუსული ოცნების, ჩვენ ვნახეთ ქალბატონი გიულის ჩანაწერიც და შეიძლება ისიც თქვან ხაბეიშვილმა ჩაწერაო.
დიანა ტრაპაიძე:
-არა, ოცნებამ თქვა მელიას შურისძიებააო
ლევან ხაბეიშვილი:
-სამარცხვინოა, ნებისმიერი ასეთი ბინძური ჩანაწერი რომ გამოვარდება, ნაციონალურ მოძრაობას რომ წარმოადგენს კაცი და იტყვის, ეს სუსის გაკთებული არ არისო, ეს არის იქითა მხარის გაკეთებულიო…
დიანა ტრაპაიძე:
-ახლა სუსის ადვოკატობას დავიწყებ…
ლევან ხაბეიშვილი:
-სუსის ავდოკატები გახდნენ უკვე, ბაჩო დოლიძე იყო ადვოკატი სუსის.
დიანა ტრაპაიძე:
-დამასწრეს
ლევან ხაბეიშვილი:
-დაგასწრეს? ნომინაციაში გაიმარჯვა ბაჩომ, რომელმაც თქვა, ეგ სუსის გაკეთებული არ არის, ვანო დგას ამ ყველაფრის უკანო.
დიანა ტრაპაიძე:
-თქვენს პარტიაშივე ითქვა, რომ პარტიის წევრებს დააქვთ ჩანაწერი, ასმენინებენ… აი, სუსის ინტერესი…
ლევან ხაბეიშვილი:
-ერთ რამეს გეტყვით, ჩემი ჩანაწერი არ მოიძებნება არასდროს, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილს მოვიხსენიებ აუგად და არც მოვიხსენიებ არასდროს.
დიანა ტრაპაიძე:
-თქვენ თქვით, მე იმ პარტიაში არ მინდა ყოფნა, იმ ხალხის გვერდით, ვინც სააკაშვილს მოიხსენიებს აუგად. ლევან ბეჟაშვილმა თქვა, რომ არ უკვირს ასეთი ჩანაწერი, იმიტომ რომ ასეთი რამ ლაივში ბევრჯერ მოუსმენია, თქვენ მოგისმენიათ?
ლევან ხაბეიშვილი:
-კი, კი…
დიანა ტრაპაიძე:
-თქვენ თუ მოგისმენიათ, აქამდე რატომ იყავით ამ პარტიაში ამ კაცთან ერთად?
ლევან ხაბეიშვილი:
-კი, კამათიც მქონია მსგვას რამეზე, რომ ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებს. გინება არ მომისმენია, მაგრამ ნეგატიური დამოკიდებულება რომ ჰქონდა საჯაროდ არ დაუმალავს.
დიანა ტრაპაიძე:
-იმ ჩანაწერში არ ჩანს ვის აგინებს ნიკა მელია.
ლევან ხაბეიშვილი:
-არ მაინტერესებს, მე განვავითარე ის ლოგიკა, რასაც ამბობს ნუგზარ წიკლაური, ეს ხალხი შევიდა ამის განხილვაში ავთენტურია, იმის ხმაა, თუ გაუგზავნა… საჯაროდ არ მოგისმენიათ ნიკა მელიას განწყობები?
დიანა ტრაპაიძე:
-სააკაშვილი ჩემი მეგობარი არ არისო?
ლევან ხაბეიშვილი:
-დიახ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ პარტიის ლიდერი თუ ხარ, კი, მიშა სააკაშვილის მეგობარი უნდა იყო, უნდა თვლიდე მეგობრად, მე მეგობრადაც ვთვლი, ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოს დამფუნებლადაც და მომავალში ამ ქვეყანაში ბევრი კარგი საქმის გამკეთებლადაც.
კომენტარები