15 იანვარს ყვარლის ევროატლანტიკურ ცენტრთან ინციდენტი მოხდა – ფილოლოგი და პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი, რომელსაც ლექცია უნდა ჩაეტარებინა, ცენტრთან არ მიუშვეს.
მომხდარი ინციდენტის შესახებ მოგვიანებით ლევან ბერძენიშვილმა „კვირის ფორმულას“ ეთერში ისაუბრა და თქვა:
-ჩვენ რომ სახელმწიფოებრიობა გვქონოდა, ყასიდად მაინც, ახლა ხელისუფლება იტყოდა, რომ ის აღშფოთებულია, შეწუხებულია, რომ მოქალაქეს არ მიეცა საშუალება, ლექცია წაეკითხა, იმიტომ, რომ ჩვენ იქ არანაირ კრიმინალს არ ჩავდიოდით, ავიტანე ყველაფერი, თუმცა აღარ ვარ პოლიტიკური ფიგურა, რომ ყველაფრის თმენის ვალდებულება მქონდეს.
უბრალოდ ცოტა შემაწუხებელია, რომ ამას აკეთებს რაღაცა ჯგუფი, რა თქმა უნდა, მე ერთი წამით არ გამიჩნდება ეჭვი, რომ ყვარელი, ან კახეთი, ან საქართველო, ყველა ასე ფიქრობს, მაგრამ შთაბეჭდილება ისეთი დარჩა, რომ ამ უწიგნურ და, უკაცრავად, ძალიან სერიოზულად დაქოქილ ადამიანებს ეძლევათ საშუალება, რომ მართონ ქვეყანა, ფაქტობრივად, სად ჩატარდება ქვეყანა, სად არ ჩატარდება. წყვეტს ადამიანი, ვინც სიტყვა ლექციის მნიშვნელობა არ იცის..
სახელისუფლებო პარტიის ერთი მხარდამჭერი არ მოიძებნა, ვინც თქვა, რომ ყველა ყველაფერი, მაგრამ ლექციის ჩატარების ჩაშლა არ არის სასიხარულო ამბავი. არა, ყველას მოეწონა, მთავარი ეს არის, რომ ამ მომხრეებისთვის ასეთი პატარა გამარჯვებები თურმე ძალიან საჭიროა..
პოლიციას რომ ჰქონოდა სურვილი, ისინი იმდენი არ იყვნენ, რომ მე ვერ გავეტარებინე, მაგრამ პოლიცია საერთოდ წყნარად იყო, ჩემთან არ მოსულან, არ უთქვამთ: ხომ არ წახვალთ, ან ხომ არ მოხვალთ, არაფერი უთქვამთ, ისინი იქ იყვნენ სტატისტები, ორივე იყო ხელისუფლების მოგზავნილი…
გზა ფიზიკურად ვერ გავაგრძელეთ, ოცდაათიოდე კაცმა მოახერხა გზის გადაკეტვა ქალაქ ყვარლის ცენტრში.
მე ამ ბავშვებს ბოდიშს მოვუხდიდი, ისინი ელოდნენ ამ ლექციას და მე ვერ ჩავატარე, ეს ჩემი ბრალიცაა, იმიტომ რომ როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, როცა იცი, რომ რეგიონში რაღაც პრობლემებია, ცოტა მეტი დაფიქრება მმართებდა ეტყობა მეც და შეიძლება მოგვეფიქრებინა სხვა ფორმები – სწრაფად ვერ მივიღე გადაწყვეტილება, მაგალითად ზუმით, გზიდან ჩამეტარებინა ლექცია.
კომენტარები