„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე „ხალხის ძალის“ განცხადებას ეხმაურება:
“ჯერ თქვეს, რომ თვითდაზიანებას იყენებს, სუიციდისკენ აქვს მიდრეკილებაო, შემდეგ თქვეს, ღმერთის ნებაა, ჩვენ რა ვიცითო. ახლა გავიგეთ, თურმე დარიშხანით არის მოწამლული. შემდეგ თქვეს, ჩვენ კი არ მოვკლავთ, ამას დასავლეთის სპეცსამსახურები გააკეთებენ, რადგან ბევრი ინფორმაცია აქვს სააკაშვილსო. ეს არის რუსული სცენარი, რომ მოკლან ადამიანი და დააბრალონ სხვას. ჰქონდათ სცენარი, თავად სააკაშვილისთვის დაებრალებინათ. ღმერთის ნებისთვის უნდოდათ ამის დაბრალება და ახლა გადავიდნენ დასავლელი პარტნიორების დადანაშაულებაზე. ეს არის რუსული სპეცსამსახურების სცენარი და სამწუხაროა, რომ ამ სქემის მონაწილეები ესენი არიან… “ხალხის ძალის” განცხადება იმის დადასტურებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს”
კომენტარები