მსოფლიოში, გასულ წელს, მოკლული ჟურნალისტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც წინა სამი წლის განმავლობაში კლება დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინტერპრესნიუსი UNESCO-ს ანგარიშზზე დაყრდნობით წერს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წელს ჟურნალისტების მკვლელობის 86 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 19 მექსიკაში მოკლეს, 10 – უკრაინაში, 9 – ჰაიტიზე.
UNESCO-ს გენერალური დირექტორის, ოდრი აზულეის განცხადებით, 2022 წლის განმავლობაში მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა საგანგაშო იყო.
კომენტარები