თელავში, კაცს, რომელიც 14 წლის გერს სისტემატურად აუპატიურებდა, სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული არასრულწლოვანს მუდმივად სცემდა და ემუქრებოდა.
მტკიცებულებებით დადასტურდა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს, მათ შორის ორსულობის პერიოდში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ასევე მოკვლით ემუქრებოდა მას.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის (სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე პრიმა, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (4 ეპოზოდი)); არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების, (11-ე პრიმა, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (3 ეპიზოდში)); ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვნების მიმართ და თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმარ ჩადენილი ძალადობის ცემის, (126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, “ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-2 ნაწილის „ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებით), სისტემატური ძალადობის (11-ე პრიმა, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებით) და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე (11 პრიმა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლომ ამავე განაჩენით ბრალდებული ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდში, გაამართლა გაუპატიურების ორ ეპიზოდსა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე. ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას, კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
კომენტარები