ჟურნალისტი, თამარ ბუჩუკური:
“პირად საუბრებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას.” – წერს გიორგი რურუა.
ბუნებრივად გამიჩნდა კითხვა – ნიკა რურუას ძმა ვერ იაზრებს თავისსავე დაწერილის შინაარს თუ იაზრებს და მიზანმიმართულად, ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს დაბალი ინტელექტის მქონეებად აღიქვამს?
მარტივი სიცრუეა, რაც გიორგი რურუამ დაწერა, რატომ?
1. თავად გიორგი რურუა რომელ ოფიციალურ შეხვედრას ესწრებოდა? ცხადია, არცერთს!
2. თუ რომელიმე დიპლომატს მსგავსი რამ განუცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელმა, “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთმა შემოქმედმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერმინისტრმა, უკვე
ოპოზიციაში გადასული ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, მაშინ, რატომ არ აისახა მერაბიშვილის თქმული, შესაბამის ანგარიშებში?
3. თუ მერაბიშვილმა აღნიშნული არაფორმალურ საუბრებში მართლაც განაცხადა, მაშინ ამდენ ხანს, რატომ დუმდა გიორგი რურუა და რატომ არ მიმართა პირველწყაროზე დაყრდნობით, პროკურატურას მერაბიშვილის წინააღმდეგ, სახელმწიფოს ღალატის თანამონაწილეა თავად?
4. მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებით გიორგი რურუა უხერხულ მდგომარეობაში აყენებს დიპლომატიური კორპუსის იმ კონკრეტულ წარმომადგენლებს, რომლებთანაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეხება ჰქონია.
5. ახლა, რაც შეეხება შიდა პოლიტიკური კუთხით კვლავ რურუას “შემოქმედებას”, – გინდათ თქვათ, რომ სააკაშვილმა მინისტრთა კაბინეტი რუსეთის აგენტს ჩააბარა, როგორც პრემიერს?
6. პატრულის რეფორმა რუსეთის აგენტმა გაატარა?
7. მანამდე, “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოქმედი რუსეთის აგენტია?
8. ოპოზიციაში გადასული ენმ-ის გენმდივნად სააკაშვილმა რუსეთის აგენტი დანიშნა?
9. რა განსხვავებაა ქოცურ ნარატივსა და რურუას წერილს შორის?
10. რას ემსახურება ვანო მერაბიშვილის გაშვების მცდელობა? ამას პიარში სარკისებური ეფექტი ჰქვია და შავდება ვანოსთან ერთად მიხეილ სააკაშვილი!
P.S. ვანო მერაბიშვილმა 7 წელი სამარტოო საკანში იმიტომ გაატარა, რომ ივანიშვილს, პუტინს ანუ რუსეთს ჩვენება საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არ მისცა.
მერბიშვილი არ შეუწყალებია ქართულ ოცნებას, თქვენგან განსხვავებით… Giorgi Rurua
არ მგონია, რომ ტელეკომპანია “მთავარის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა არ იცოდეს, იმ გარიგებების პირობები, რომლებსაც მერაბიშვილს სთავაზობდნენ და რომელზეც ის პრინციპულად არ წავიდა!”
კომენტარები