ვანო მერაბიშვილი გიორგი რურუამ რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში დაადანაშაულა. სოციალურ ქსელში რურუა წერს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი პარტნიორებთან ომის დაწყებას სააკაშვილს აბრალებდა და მისი დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აწყობს. ამ პათოსს ნიკა მელიას ფლანგიც იზიარებს.
ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ მერაბიშვილი იმდენად დისკრედიტირებულია, რომ მისი ყოფნა პარტიას რეჟიმთან გამარჯვებას ვერ მოუტანს.
გიორგი რურუა თუ წერს თავის კონკრეტულ მოსაზრებას, შესაბამისად მას აქვს კონკრეტული ინფორმაცია, კონკრეტული მოსაზრებიოდან გამომდინარე წერს იმას, რასაც წერს. „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეშ და წინა პოზიციებზე ვანო მერაბიშვილის ყოფნა, ჩემი გადმოსახედიდან, ნიშნავს ნაციონალური მოძრაობა მუდმივად უნდა იყოს ოპოზიციაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიანაც აწყობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავში იყოს ვანო მერაბიშვილი“, – ამბობს ბაჩო დოლიძე.
კომენტარები