პოლიტიკოსი, გიგი უგულავა:
“დღეს ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მართმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსს ლეო მაკონენს ვესტუმრეთ. ფინეთში მართმადიდებლობა აღმოსავლეთიდან ანუ რუსეთიდან შევიდა, თუმცა ოფიციალური რელიგიაა ლუთერულის პარალელურად. ფინური ეკლესია ცდილობს იყოს მულტიეთნიკური. წირვაც ფინურის გარდა სხვა და სხვა ენებზე ტარდება. ფინეთის ეკლესიამაც, ესტონეთის მსგავსად, იურისდიქცია 1923 წელს აღიდგინა. ის გამორჩეულია იმით, რომ სრულად გრიგორიანულ კალენდარზეა გადასული. ანუ შობა, აღდგომა და ყველა საუფლო დღესასწაული ახალი სტილით აღინიშნება. მართმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა მხოლოდ შობას აღნიშნავენ 25 დეკებერს. გამონაკლისი აქაც რუსეთის, საქართველოს და სერბეთის და იერუსალიმის ეკლესიებია.
ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე გამოდგა მეუფე ლეონი. აქაც ძირითადი საუბრის თემა რუსეთის ომი და რუსული ეკლესიის ინსტრუმენტალიზაცია იყო. მართმადიდებლებმა უნდა კარგად გავიაზროთ, განსაკუთრებით საქართველოში, რომ რუსეთის მიღმა მართმადიდებლური სამყარო გაცილებით დიდი, მრავალფეროვანი და საინტერესოა, რაც მთავარია ერთგული და მართლა ქრისტისტიანულია.”
კომენტარები