დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინაში მძიმე შეიარაღების, მათ შორის ტანკების გაგზავნა, რადგან ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის შესახებ მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს.
„გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით პუტინს, არის ის, რომ ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინელებს მანამ, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ“, – აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
16 იანვარს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინას Challenger 2-ის ტანკებს მიაწვდის.
ბენ უოლესის თქმით, უკრაინის მოკავშირეებმა უნდა „დააჩქარონ კოლექტიური ძალისხმევა, რათა ეკონომიკურად და სამხედრო გზით შევინარჩუნოთ ზეწოლა“ ვლადიმირ პუტინზე.
კომენტარები