ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გამოკითხვისას უპასუხა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის კითხვას დემენციის მკურნალობის გაიდლაინთან დაკავშირებით და განაცხადა:
„ნეირომიდინი“ ნეიროლეფსიური პრეპარატი არ გახლავთ. ნეიროლეფსიური პრეპარატები დიდი სიფრთხილით ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ არის ბოდვა და ჰალუცინაციები და თუ სხვა საშუალება არ არსებობს. ამერიკაში ყველა ნეიროლეფსიური პრეპარატები „შავ ყუთშია“ და დემენციის დროს არ გამოიყენება.
რაც შეეხება ჩვენს გაიდლაინებს, წერია, რომ დიდი სიფრთხილით გამოიყენება. ნეიროლეფსიური პრეპარატების გამოყენება თავის ტვინის ორგანული დაზიანების დროს არ არის მიზანშეწონილი და იწვევს მდგომარეობის დამძიმებას. მიხეილ სააკაშვილს ბოდვა და ჰალუცინაცია არ აღენიშნებოდა. რაც შეეხება „ნეირომიდინს“, ის დემენციის სამკურნალოდ არ ინიშნება. “ნეირომიდინი” ინიშნება პოლინეიროპათიის სამკურნალოდ, დემენციის სამკურნალოდ არ ინიშნება. ამის სამკურნალოდ არის სხვა პრეპარატები. ჩვენს შემთხვევაში, სანამ დემენციის ეტიოლოგია არ დადასტურდება, არანაირი პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება“
კომენტარები