ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, “ტვ პირველთან”, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ დავით კეზერაშვილმა მას ნაციონალური მოძრაობის ერთი წევრის პროცესებიდან ჩამოშორება მოსთხოვა.
ნიკა მელია:
–ჩავდექი მდგომარეობაში, ან კონკრეტული ადამიანი ნაციონალური მოძრაობიდან, არ უნდა ყოფილიყო პარტიის სახე, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ადამიანს სხვა ზრახვები ჰქონდა, ეს იყო წითელი ხაზი…
ინგა გრიგოლია:
–კეზერაშვილი ვის გაწევას მოითხოვდა?
ნიკა მელია:
–ამ ადამიანს ყველა ვიცნობთ, ექნება შესაძლებლობა თავად ისაუბროს. ამის შემდეგ ჩემი და დათო კეზერაშვილის გზები გაიყო.
ინგა გრიგოლია:
–მაშინ მე გეტყვით, – კობა ნაყოფია, იყო თუ არა ეს ადამიანი, ვის გაწევასაც მოითხოვდა კეზერაშვილი?
ნიკა მელია:
–თავად ეს ადამიანი ისაუბრებს.
ინგა გრიგოლია:
–არ უარჰყოფთ, რომ კობა ნაყოფიას გაწევა მოგთხოვათ?
ნიკა მელია:
–არც ერთ ადამიანს, გაქანება არ ექნება ამ პარტიაში, ვისაც დავინახავ რომ სხვა ინტერესი აქვს. თუკი რამე განგვასხვავებს ბევრ კონტექტსში ქართული ოცნებისგან, არის არაფორმალური მმართველობის არარასებობა ჩვენ პარტიაში. ბიძინა ივანიშვილი ფიზიკური აღნაგობის გამო ხომ არ დავუპირისპირე? თმების ვარცხნილობის გამო ხომ არ დავუპირისპირდი? ის ფენომენი, არაფორმალური მმართველობის არის სახელმწიფოებრივი ჭირი.
ინგა გრიგოლია:
–კობა ნაყოფია აღმოჩნდა წყალგამყოფი თქვენსა და კეზერაშვილს შორის?
ნიკა მელია:
–არამხოლოდ. მოვიდეს ვიღაცა დონორი, მოითხოვოს ჩანაცვლება – დარწმუნებული ვარ თქვენც გექნებოდათ მსგავსი რეაქცია.
ინგა გრიგოლია:
–თავშივე შევეცდებოდი გამერკვია მისი დაფინანსება რას გულისხმობს. თუ ვინმე მოვა და ფულს ჩაასხამს, პირობებზეც ხომ უნდა ვილაპარაკოთ, ესე გიჟებივით ხომ ვერ ჩავასხმევინებთ ფულს?
ნიკა მელია:
–ხოდა, გააკეთა ის, რაც ეწინააღმდეგება ამ პარტიას.
“კეზერაშვილის ფული კარგია და კეზერაშვილი ცუდია?” – გრიგოლიას კითხვა და მელიას პასუხი
კომენტარები