ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელი, “ტვ პირველთან”, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.
ინგა გრიგოლია:
–როგორ მოხდა, რომ დღეს კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი ერთად გიპირისპირდებიან? ვანო როდის შემოდის ამ ამბავში?
ნიკა მელია:
–ეს არის ღირებულებითი დაპირისპირება, ის მანკიერება, რომელიც აღმოსაფხვრელი ჰქონდა ამ პარტიას, აღმოჩნდა არ არის აღმოფხვრილი. ის რაც ვანო მერაბიშვილზე 2020 წლის სექტემბრის თვეში ვთქვი, რომ იქ სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი, იქ ვერ ვხედავდი ჩემ ადგილს, ამას ჰქონდა კონკრეტული საფუძველი. დაპირისპირება ჩემსა და ვანო მერაბიშვილს შორის, დაიწყო 2020 წელს, როდესაც გლდანში ვიყრიდი კენჭს, ამ, დროისთვის მელიას არც აქცია ჰქონდა დაშლილი, არც მიხეილ სააკაშვილი იყო ციხეში და არც რაიმე პრეტენზია არსებობდა, მაგრამ ეს დაპირისპირება მოხდა. მე ვანო მერაბიშვილზე როცა ვსაუბრობ, არ ვსაუბრობ 2003–2012 წლის ვანო მერაბიშვილმა, ამ ადამიანმა 6 წელზე მეტი დაჰყო ივანიშვილის ციხეში და არ არის ჩემ გარშემო ბევრი, რომელსაც შეუძლია 6 წელი და 9 თვე სამარტოო საკანში იჯდეს. მე ამ პერიოდს არ ვეხები, ვეხები იმას, რასაც გადავაწყდი. ვანო მერაბიშვილს დაპატიმრებამდე 2013 წელს მხოლოდ ორჯერ შევხვდი, პირველად, ციხეში ვნახე საფუძვლიანად, როცა დეპუტატი ვიყავი და მოვინახულე. კარს იყო მომდგარი ყრილობა და უნდა აგვერჩია გენერალური მდივანი ხელახლა. ბევრისთვის გაუგებარი იყო სად იდგა ვანო მერაბიშვილი, შევედი მარტივი წინადადების განსახილველად – ვეუბნები, ჩვენ გვაქვს რამდენიმე დღეში ყრილობა სპორტის სასახლეში და უნდა აგირჩიოთ კვლავ გენერალურ მდივნად, რაზეც კატეგორიული უარი განმიცხადა და გვთოხვა ეს არ გავაკეთოთ.
ინგა გრიგოლია:
–რატომ?
ნიკა მელია:
–ვისაუბრეთ ბევრი და მივხვდი რომ მას ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, აღარ უნდა ნაციონალური მოძრაობიას გენერალური მდივნობა. მოვედი კოლეგებთან, განვიხილეთ ცენტრალურ ოფისში ეს საკითხი, ყრილობა მიდიოდა და პატიმარი ადამიანი თანამდებობიდან უნდა გადაგვეყენებინა და პარტიამ, მიუხედვაად ვანო მერაბიშვილის გაცხადებული პოზიციისა, კვლავ აირჩია გენერალურ მდივნად ყრილობაზე. ზუსტად მეორე დღეს გავრცელდა ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომ მისი ნების წინააღმდეგ ავირჩიეთ გენერალურ მდივნად. ამიტომ 2016 წლიდან 2020 წლამდე სად იდგა ვანო მერაბიშვილი და რა პოლიტიკური პოზიცია ქონდა, არათუ არ იყო ცნობილი, ვიცოდი, რომ ის არ იყო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი. მისი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მე, როგორც ამ პარტიის წარმომადგენელი, ჯერ არ ვიყავი პარტიის თავმჯდომარე, როგორც 7 წელი საკანში გატარებულ ადამიანთან მიმართებაში, ყოველთვის მოვიქცევი, რაც არ უნდა ჰქონდეს შეთითხნული თუ გაკეთებული, გულში ჩავიკარი იმ გაგებით, რომ მას ყველა ტიპის პრობლემა, კომპლექსი, თუკი რამე შეიძლებოდა ჰქონოდა ახალ ნაციონალურ მოძრაობასთან… და მას 6–7–ჯერ სახლშიც კი ვეწვიე, მქონდა მასთან არაერთი სატელეფონო საუბარი. ჰოი საოცრეებავ, რა ხდება, 2020 წელს ვართ გლდანში, ძალიან მძიმე საარჩევო კამპანიაში, მალევე ირკვევა რომ იქ ოპოზიციას აქვს ძლიერი პოზიციები – ეს იყო არჩევნები, სადაც ბიძინა ივანბიშვილი პირადად მოვიდა, არჩევნების წინა დღეს მოვიდა გლდანში პირადად, იყო ოფისების გადაწვა, მუქარა და ამ პროცესში აღმოვაჩინე, ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობარმა გლდანში, ჩვენ თურმე ვებრძვით არამხოლოდ ქართულ ოცნებას და ბიძინა იავნიშვილს, არამედ ვანო მერაბიშვილსაც. ვანო მერაბიშვილი აქტიურად ყოფილა ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში.
ინგა გრიგოლია:
–სად გამოჩნდა ვანოს ხელი?
ნიკა მელია:
–კონკრეტულ ადამიანებთან, ათამდე ადამიანთან მისი წარმომადგენლები, გადიან კონტაქტზე და ეუბნებიან, დატოვეთ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბი და არ დაეხმაროთ. დროთა განმავლობაში ვხედავ რომ ცენტრალურ შტაბში ადამიანთა რაოდენობა მცირდება. დაიკარგნენ ეს ადამიანები 3 დღე და მადლობა, იმისათვის რაც გააკეთეს. ყური რომ ეგდოთ ვანო მერაბიშვილისთვის, დიახაც, ის არჩევნები ჩაიშლებოდა გლდანში. მე წარმოდგენა არა მაქვს, რა ხდებოდა, მოვიდნენ გაოცებულები და ვფიქრობდით, ეს ყველაფერი შენთვის მოგვეყოლა, თუ არა, ვიფიქრეთ, მოვიღეთ გადაწტვეტილება, მაინც დავმდგარიყავით იქ, სადაც ვდგავართ. დანა რომ ჩაგერტყათ, სისხლი არ წამომივიდოდა, მე მეგონა ვუპირისპირდები ახალგაზრდა პოლიტიკოსი შიშველი ხელებით ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძეს, კობიაშვილი იყო კონკურენტი, ხარჯავდნენ და ხარჯავდნენ დიდ ფულს, თურმე მებრძვის ადამიანი, რომელიც 7 წელი საპატიმროში იყო, გამოდის და მიკეთებს ამას, ნაცვლად იმისა, რომ დამეხმაროს.
ინგა გრიგოლია:
–თვითონ იბარებდა ამ ხალხს?
ნიკა მელია:
–დიახაც. შუამავლების მეშვეობით.
ინგა გრიგოლია:
–რა იყო მისი მიზანი?
ნიკა მელია:
–მასთან იმ დღესვე მქონდა კომუნიკაციის მცდელობა, მაგრამ კონტაქტზე აღარ გამოვიდა, ყველა მისი მეგობარი, ვინც არის პარტიაში, ბადრი ბასიშვილი, გიორგი ბოტკოველი, მეორე დღესვე ვნახე და ეს ამბავი მოვუყევი და ვეუბნები, ხომ იცით, პოლიტიკოსისთვის არჩევნები არის წმინდათა წმინდა, თქვენ როგორ მოიქცეოდით? როგორ მოვიქცე? მე მანგრევდა კარგად ორგანიზებული ჯგუფი, ისე რომ წარმოდგენა არ მქონდა და ვერასოდეს გავიგებდი, რომ არ ემძლავრა ამ ადამიანებში ღირსებას და პრინციპულობას. ამის შემდეგ, ამ ადამიანებს ვთხოვე, გლდანში აქტიურად ჩართულ ადამიანებს, არჩევნების დამთვარებისთანავე გაიმართება პოლიტიკური საბჭო და შეძლებთ, მოხვიდეთ დახურულ სხდომაზე და თავად მოჰყვეთ ეს შემზარავი ამბავი? დამთანხმდნენ. დამთავრდა არჩევნები. არჩევნების მეორე დღეს 7 უბანი დაგვირბიეს, ერთი პირდაპირ ეთერში დაარბიეს და ამ დროს თურმე, რას აკეთებს ვანო მერაბიშვილი? ეს იცის ყველამ პარტიაში, ვგულისხმობ მათ შორის მერაბიშვილის უახლოეს მეგობრებს. მოვიხსენი სამაჯური, დაიწყო საპარლამენტო ბიოკოტი, მერე გრიგოლ ვაშაძე წავიდა, როგორც წავიდა, არ იყო ამისი დრო, მომეწვია პოლიტიკური საბჭო და დამეწყო გარჩევები. ამის შემდეგ დამიჭირეს, მერე გამოვედი, დაიწყო საარჩევნო კამპანია, მერე მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ციხეში… როდის, რა მომენტში უნდა განმეხილა?
ინგა გრიგოლია:
–რა ინტერესი ჰქონდა ვანო მერაბიშვილს?
ნიკა მელია:
–გავლენები. პოლიტიკური გავლენები. პოლიტიკური გავლენების მოპოვება. მან ეტყობა ჩათვალა, რომ თუ მელია გლდანში გაიმარჯვებს, მას მერე პოლიტიკურად კისერს როგორ მოვუღრიცავ. არ ვიცი, რა იმალება ამ ადამიანში. მთელი მისი ნაწილი ცხოვრებისეული გზისა, ხასიათდება ინტრიგებით, ადამიანების გადაკიდებით. როცა ვიცი, ასე მექცევა ადამიანი, რომელსაც უნდა გავლენის მოპოვება პარტიაში, ან რა სინდისით, ან რა მორალით უნდა დავარწმუნო ამომრჩეველი, რომ ჩვენ გვაქვს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მსგავს მანკიერებებს არასოდეს ჩაიდენს? როდესაც ეს ხალხი ხედავს, რომ თავად გადამხდა, როგორ დავარწმუნო ნებისმიერი წალენჯიხელი, ბათუმელი, რომ ცვლილება ყოველთვის ნიშნავს უკეთესობას? როდესაც საწადელს ვერ მიაღწია, 2020 წელს, როდესაც ვიყავი ალყაში, დაკავებას როცა მიპირებდნენ, მითხრეს, პირველ სართულზეა მოსულიო და ვთქვი, რომ სურვილი არ მაქვს შეხვედრის.
ინგა გრიგოლია:
–არ შეუშვით ოფისში?
ნიკა მელია:
–არ შეუშვი სხვა რამეა…
ინგა გრიგოლია:
–არა, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის არ შეუშვით ოფისში.
ნიკა მელია:
–არ მაქვს სურვილი შეხვედრის და არც არასოდეს მექნება და არც არასოდეს ხელს არ ჩამოვართმევ. თუ ვინმესთვის ეს არის მისაღები ფორმები, ან იყო ოდესმე, აგერ 28 იანვარს დაიწყება 10 საათზე არჩევნები, მეც მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი რას ფიქრობს. დანამდვილებით ვიცი, ეს ადამიანი, თავის მეგობრებთან, თუ რა ხალხია, ვისაც ეს ნორმალურად მიმაჩნია… არადა, ის რაც მე გადამხდა, არც ერთ მის მეგობარს არ გაუმართლებია, მან სხვა მომენტრი 9 ნოემბრამდე ვერ ნახა, ხან ციხეში ვიყავი, ციხეში ხომ არ დამიწყებდა ბრძოლას, მერე მერობის კანდიდატი ვიყავი, მერე მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ციხეში… თურმე, შიგნით მქონია დასალაგებელი…
„მერაბიშვილს მერაბიშვილობანა ენატრება, ყველაფერზეა წამსვლელი და სასტარტო სიგნალს ელოდება“
კომენტარები