ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელი, “ტვ პირველთან”, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.
ინგა გრიგოლია:
–ეგებ ეს ადამიანები, კეზერაშვილი და მერაბიშვილი, ეგებ ხედავენ, მათივე მომხრეთა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომ პარტია ვერ ცვლის ქართულ ოცნებას, აღარ არის აქტიური და ეგება ძველებმა, ვანო, რომელიც იყო ჩართული თავიდანავე ნაციონალური მოძრაობის შექმნაში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჯობია ჩაიხსნას მელია…
ნიკა მელია:
–ეს ამართლებს მათ საქციელს? ეს ყველაფერი უნდა გადაწვიტოს ამომრჩეველმა. ჯერ ერთი ძალიან უადგილოდ, ქვეყნისთვის საბედისწერო დროს გააკეთეს ეს ყველაფერი და პარტიას უმძიმესი დარტყმა მიაყენეს. ვიღაცას უნდა ამ პარტიაში ხელში ჩაგდებით, ბიზნეს ინტერესები გაიძლიეროსო… ვიღაცეები უყურებენ, რომ ეს პარტია მოვიგდოთ მართვის ქვეშ და ხვალ, თუ არა ზეგ… ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ ვანო მერაბიშვილის მეგობარს, ზაზა გოროზიას პოლიტიკური ინტერესები აქვს. ახლა მე დამიჯერებს სამეგრელოს მოსახლეობა, რომ ვთქვა, რომ ზაზა გოროზიას ვანო მერაბიშვილთან ერთად სამეგრელოს კეთილდღეობა უნდა? – არა, ის უყურებს, რომ თუ იქნება პარტიასი მისი წილი, თუნდაც არაფორმალური, ხვალ და ზეგ, მისი ბიზნესინტერესები ახალ გაქანებას იპოვის.
“მერაბიშვილი გულში ჩავიკარი და ჰოი საოცრებავ… ეს შემზარავი ამბავი პარტიაში ყველამ იცის” – ნიკა მელია
კომენტარები