ფოტოკოლაჟში გამოყენებული ბუბა კიკაბიძის ფოტო – სოფო პაპიაშვილი
ბუბა კიკაბიძის ნათლული, ნინჩო ჯიბლაძე:
“ყოველ ნათლისღებას ვულოცავდი ბუბას, ვურეკავდი და ისე მომეფერებოდა, აუცილებლად რაღაც ახალს და სასწაულს მეტყოდა, შემაქებდა – ასჯერ ამიმაღლებდა განწყობას.
დაუჯერებელია ამ დღეს დაემთხვა – ნათლისღებას რომ ვემშვიდობებით.”
რამდენიმე დღის წინ, ნინჩო ჯიბლაძე, წერდა:
“ჩემი საამაყო ნათლია – ყველაზე ნიჭიერი და საოცარი. სიყვარულით, სიკეთით სავსე ადამიანი
– ბუბა კიკაბიძე ჩემი ნათლიაა.
ისე ჟღერდა ჩემს ბავშვობაში, ქვას ხეთქავდა – არავის სჯეროდა, და ჩანთით ერთად გადაღებულ ფოტოებს დავატარებდი სკოლაში.”
ბუბა კიკაბიძეს დღეს, ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.
სახალხო არტისტს 14 საათზე უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.
კომენტარები