“ნეტგაზეთის” ცნობით, განაცხადის თანახმად, დამკვეთი შპს “კოსტავას 69” ითხოვს, რომ მუნიციპალიტეტმა ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება შეუთანხმოს. თუ ეს ასე მოხდა, კომპანიას სხვა პროცედურების გავლაც მოუწევს და შემდეგ შესაძლებლობა მიეცემა ქალაქის ცენტრში ორ-კოშკიანი, მულტიფუნქციური კომპლექსი ააშენოს.
კომპანია „კოსტავას 69-ს“ დირექტორი ბიძინა ივანიშვილი ნათესავი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“. კომპლექსის სართულების მინიმალური რაოდენობა 1-ია, ხოლო მაქსიმალური – 65. მშენებლობის ფართობია 33500კვ.მ. პროექტი მოიაზრებს კომერციულ საოფისე, საცხოვრებელ და დამხმარე ფართებს. პროექტში ხშირად მოიხსენიება ისტორიული „ლაგუნა ვერეც“. დამკვეთი ამბობს, რომ „ლაგუნა“-ს ნაგებობასთან მიმართებაში ამ ეტაპზე პროექტი არ ითვალისწინებს არანაირ სამუშაოებს“, თუმცა, აქვე დასძენს:
„ყოფილი საცურაო აუზის „ლაგუნა ვერეს“ სპორტული კომპლექსის ნაგებობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და შესაბამისად მისი კონსტრუქციის მდგრადობის, დემონტაჟის ან ახალი აუზის აგების საკითხი მსჯელობის საგანია. ამასთან, კომპლექსის შემადგენელი მოზაიკური პანო ყველა შემთხვევაში უნდა დაექვემდებაროს კონსერვაცია-რესტავრაციას და ხელახლა განთავსდეს რეკონსტრუირებულ აუზზე,“ – ამბობენ პროექტის ავტორები.
„ახალი მოცულობის (მოცულობების) დაპროექტებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ამ ტერიტორიის ირგვლივ არსებული ბუნებრივი რელიეფის თავისებურება და არქიტექტურის ლანდშაფტთან შესაბამისი მასშტაბი. მოცულობის (მოცულობების) დასმისას სასურველია გათვალისწინებული იყოს ვრცელი ხედვითი არეალების დაუფარაობის პრინციპი, რადგანაც ერთიანი განაშენიანების ფარდა მთლიანად დაარღვევს აღნიშნული სივრცითი მონაკვეთის ურბანულ კონტექსტს ისე, როგორც ეს მოხდა `სატივეს~ კომპლექსის შემთხვევაში.
ქალაქისათვის „ლაგუნა ვერეს“ რეკრეაციული ფუნქციის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, აუცილებელია ახალ არქიტექტურულ კომპლექსში განახლდეს აუზის თემა და მასზე დაბრუნდეს მოზაიკური პანო,“ – წერენ პროექტის ავტორები
თავად „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიის მფლობელი შპს „ლაგუნა ვერეა“. მისი დირექტორი ასევე კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუ“.
კომენტარები