მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე”–ში, ჟურნალისტს ეუბნება რომ მისი უფროსი, ბიძინა ივანიშვილია, რასაც შემდეგი დიალოგი მოჰყვა:
ვახო ხუზმიაშვილი
– ჩემი უფროსი არ არის ივანიშვილი, თქვენ იყავით გულდაწყვეტილი, თქვენ გსურდათ, ბიძინა ივანიშვილთან ახლო ურთიერთობა და არ გაგიკარათ, ეს დავით აქუბარდიასთან თქვით, თქვენ გინდოდათ ბიძინა ივანიშვილთან ახლოს ყოფნა.
ვალერი გელბახიანი:
–ლოგინში ჩამიწვინე–თქო, ვინმეს ვუთხარი?
ვახო ხუზმიაშვილი
–ბიძინა ივანიშვილთან გინდოდათ დაახლოება და…
ვალერი გელბახიანი
– მე მზად ვიყავი ყველა ხელისუფალთან მეთანამშრომლა…
ვახო ხუზმიაშვილი
–ხოდა ბიძინასთან ხომ გინდოდათ ახლოს ყოფნა და არ გაგიკარათ…
ვალერი გელბახიანი
–რამე განცხადებით მივმართე…
ვახო ხუზმიაშვილი
–არა, საჯაროდ, ეთერში ვთქვით…
ვალერი გელბახიანი
–საჯაროდ პირიქით, გორში მან თქვა ჩემზე ცუდი ამბავი და ვუჩივლე სასამართლოში, რეებს ლაპარაკობთ.
ვახო ხუზმიაშვილი
–არამ თქვენ თქვით პირდაპირ ეთერში…
ვალერი გელბახიანი
–მე ვთქვი, რომ ახლაც მზადა ვარ ვითანამშრომლო…
ვახო ხუზმიაშვილი
–თვითონ არ თანამშრომლობს თქვენთან, ხო?
ვალერი გელბახიანი
–ვითანამშრომლებ და მეტს ვიზამ, ოღონდ კაი საქმე დამანახონ გაკეთებული.
ვახო ხუზმიაშვილი
–არა, ბიძინამ არ გამიკარაო, თქვენ თქვით.
ვალერი გელბახიანი
–დავუშვათ ეგ სიტყვა ვთქვი, არ გამიკარა, რას ნიშნავს, არ გამიკარა, მივედი, ავუტალახე, ვინმე მივუგზავნე… მივედი ბატონ ბიძინასთან, მიმიღე და არ მიმიღო? არ ყოფილა ეგეთი ამბავი.
კომენტარები