ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი,
“და ეს დღეც ძალიან მალე მოვიდა, ადვოკატთა ასოციაციას ამიერიდან საკუთარი სახლი, ულამაზესი შენობა დაამშვენებს დიახ, ჩვენ ეს შევძელით, გუშინ საძირკველი ჩავასხით და დღეს უკვე მუშაობას შევუდექით.
ვულოცავ თითოეულ ადვოკატს ამ ბედნიერებას და კომფორტს პირველ რიგში მადლობა ასოციაციის თავმჯდომარეს David Asatiani, რომელიც ამ ყველაფრის მთავარი ავტორი და ორგანიზატორია, ასოციაციის აპარატის, აღმასრულებელ საბჭოს წევრებს და ყველა თანამშრომელს, რომელთაც ფიზიკურადაც იშრომეს ორგანიზაციულ საკითხებთან ერთად Ramaz Tsintsadze Tamta Devdariani Salome Tkeshelashvili გიორგი ჭეხანი და სხვები, მეც ძალიან მალე დავბრუნდები და შემოგიერთდებით
განსაკუთრებულად მტკივა, რომ ზუსტადაც გუშინ ერთად ჩავყარეთ საძირკველი და მთელი გულით ელოდა Giorgi Turazashvili ამ ბედნიერ დღეს, ის კი ასე უსამართლოდ, ძალიან სამწუხაროდ ვეღარასდროს შეაღებს ახალი სახლის კარებს. რა დასანანია, ჩვენ აუცილებლად დავუთმობთ მას ადგილს, სადაც აღმასრულებელი საბჭოს პაპკის გარდა (სადაც მისი სახელია ამოტვიფრული) ბევრი ნივთი განლაგდება
გილოცავთ, ადვოკატთა კორპუსის კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას, წარმატებას და როგორც ყოველთვის ვამბობ – ჩვენი რეპუტაციის ამაღლებისათვის უდიდესი ნახტომით წინსვლას, გისურვებთ ბედნიერ, მშვიდობიან წელს ყველას.”
ცნობისთვის, ადვოკატთა ასოციაციის ოფისი ახალ შენობაში 16 იანვრიდან განაგრძობს მუშაობას.
კომენტარები