გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის ზედა სართულზე იმყოფება შეიარაღებული პირი, რომელიც, მოსახლეობის ინფორმაციით, მიზანმიმართულად ისვრის. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, არის მსხვერპლიც.
დეტალებს შსს-ში ვაზუსტებთ
“წარმოუდგენელი ტერორისტული აქტი ხდება საგარეჯოს საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთ-ერთ კორპუსის ზედა სართულზე გამაგრებულია ტერორისტი, რომელიც რამოდენიმე საათია ავტომატური იარაღიდან ისვრის მიზანმიმართულად. მოკლულია 1 პოლიციელი. 2 უმძიმეს მდგომარეობაშია. კორპუსის ეზოში 3 გვამი გდია, რომელიც ვერ გამოაქვთ,ადგილზე მისული სასწრაფოს მედპერსონალი ძლივს გადაურჩა სასიკვდილო სროლას.პოლიცია მობილიზირებულია, მაგრამ ტერორისტის ლიკვიდაცია ამ წუთამდე ვერ მოხერხდა. მოჰყავთ ბევრი დაჭრილი. სამედიცინო პერსონალი შოკში ვართ, სროლის ხმა ყველა მხრიდან ისმის. პროგნოზის გაკეთება ძნელია, – წერს ექიმი ლეილა ოთიაშვილი.
კიდევ ერთი მოქალაქე, სავარაუდოდ, ადგილობრივი მკვიდრი, სოციაკურ ქსელში, წერს:
“ტერაქტია. ეხლა მომაბრუნა პატრულმა.
ტრასაა გადაკეტილი. ყველას ესვრის რაც მოძრაობს, გიორგიწმინდიდან საგარეჯოს პოლიციის შენობამდე გზა გადაკეტეს”
კომენტარები