სოციალურ ქსელში, ჯგუფი საგარეჯო, წერს:
“საგარეჯოში ვინც ხართ არ გამოხვიდეთ გარეთ! საშინელება ხდება ვიღაც კაცმა დახოცა ძალიან ბევრი ხალხი მათ შორის პოლიციელებიც.”
კომენტარებში, ადგილობრივები წერენ:
“იმედია, ამ არაადამიანის ლიკვიდაციით დასრულდება ეს ყველაფერი და მშვიდობიან მოსახლეობაში და სამართალდამცავებში მეტი მსხვერპლი არ იქნება”
“რა მშვიდობა, ხალხო, უბანი გამიწყვიტეს, სავსეა ეზო დახოცილი ბიჭებიოთ, ვინც მისახმარებლად მივიდა ყველა მოკლა, ამას რას ვუყურე, ცუდად ვარ, ეს რა ხდება.”
“მაღაზიიდან გოგოებია დაჭრილი, კორპუსში ცხედრებია, პოლიციელიც.”
“გარეთ არ გამოგხვიდეთ.”
“მოგვხედეთ ხალხო, დახოცილია ბევრი.”
“დიდი ამბავია, არ გამოხვიდეთ გარეთ, ჩახოცა ხალხი ამ ოხერმა. ჩემი რძალი დაჭრილია, პოლიცია ფეხზეა.”
“სპეც რაზმი მოვიდა. ”
სოციალურ ქსელში რამდენიმე სახის ინფორმაცია ვრცელდება თავდამსხმელზეც, ზოგი წერს, რომ პოლიციამ უკვე იცის მისი ვინაობა და ადგილობრივია, ზოგი კი წერს, რომ თავდამსხმელები ორნი არიან და ისინი რუსულ ენაზე საუბრობდნენ.
ამ დროისთვის შსს-ს განცხადება არ გაუვრცელებია.
კომენტარები