საგარჯოში სროლის შედეგად, ერთ-ერთი დაჭრილის ოჯახის წევრი “ტვ პირველთან” ამბობს:
“ჩემი რძალი ამჟამად კარგად არის, გამოვიდა ნარკოზიდან. ოპერაცია ჩაუტარდა და სტაბილურია მდგომარეობა. ცეცხლსაასროლი იარაღიდან ფეხის ორივე კიდურზე აქვს დაზიანება მიყენებული. ორი ტყვია ამოაცალეს ოპერაციის დროს. ამბობენ, რომ პოლიციელი ჩემს რძალს გადაეფარაო. ზოგი ამბობს ბიჭს გადაეფარაო ის ბიჭიც ჩემი ძალიან ახლობელია, ჩემი დის შვილიშვილია. ზოგი ამბობს, რომ ჩემს შვილს გადაეფარა. ერთად იყვნენ ჩემები ყველა მაღაზიაში. მერე აქეთ ჰქონია გარაჟი, გარაჟიდან აუღია იარაღი და წასულა პირდაპირ სროლით წასულა. მაღაზიაში არ შესულა. ჯერ წინა აივნიდან უსვრია, დახოცა წინ ვინც იყო. შემდეგ უკანა აივნიდან გახსნა ცეცხლი და მაღაზიასთან იყო ეს ყველაფერი”, – ამბობს მანანა სიმონიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საზარელი შემთხვევა საგარეჯოში შუაღამეს მოხდა. ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი.
საბოლოოდ, ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
კომენტარები