მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა გამოვლინდა. ეს არის ე.წ. სოფელ მარადისის კლასტერი.
დღეს დადასტურებული შემთხვევები ორი დღის წინ გამოვლენილი ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები არიან. მათ ოჯახში სულ ექვს პირს დაუდასტურდა „კოვიდ 19“.
მაენეულის მუნიციპალიტეტის მერის, ზაურ დარგალის ინფორმაციით, სოფელ მარადისში სულ 40 ოჯახი ცხოვრობს და ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია. სოფელში თერმოსკრინინგი ყოველდღე ტარდება. მარადისში 32 პირს ჩაუტარდა ტესტი, საუბარია დაინფიცირებულთა ახლო კონტაქტებზე.
კომენტარები