2009 წელს მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვენერა ობოლაშვილი თავისუფალია. ობოლაშვილთან ინტერვიუ რუსთავი 2-მა ჩაწერა.
“თავიდან რომ შევედი, პატიმარ ქალებს თითქოს რაღაც შიში ჰქონდათ, მერიდებოდნენ. ნეტავ ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა,” – აღნიშნავს ობოლაშვილი ინტერვიუში
დაკავების დროს ვენერა ობოლაშვილმა 3 ადამიანის მკვლელობა აღიარა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2010 წელს გავრცელებული განცხადების თანახმად, ობოლაშვილის პირველი მსხვერპლი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი იური იურკინი იყო, რომელიც მატარებლიდან გადააგდო. შსს-ს ცნობით, ობოლაშვილმა მისი ბინა 4 000$-ად გაყიდა. 2008 წელს ობოლაშვილმა მოკლა მასთან ურთიერთობაში მყოფი ანატოლი კალინკა, რომლის ბინაც 50 000$-ად გაყიდა.
2009 წელს ობოლაშვილი მარტოხელა ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, რომლის ბინაც 20 000$-ად გაყიდა. ობოლაშვილმა მკვლელობა აღიარა და ჩვენებაში პროცესი დეტალურად აღწერა.
დაკავებისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ობოლაშვილი წლების განმავლობაში ცდილობდა მარტოხელა ადამიანების ნდობის მოპოვებას, რის შემდეგაც თაღლითური გზით იფორმებდა მათ კუთვნილ უძრავ ქონებას, ხოლო მიზნის მიღწევისას მათ კლავდა.
კომენტარები