უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე:
,,ცოდვა გამხელილი სჯობს და ვენერა ობოლაშვილის პროცესზე ადვოკატი ვიყავი, ერთ-ერთ დაზარალებულს ვიცავდი. დაზარალებულები ბლომად იყვნენ თაღლითობის ეპიზოდებზე და დარბაზიც მათ მხარეს ყოველთვის სავსე იყო. აი, ბრალდებულების მხარეს კი, ერთი კაცი დადიოდა სისტემატურად. ერთ-ერთი პროცესის მერე პროკურორი მიადგა:
– ბატონო, თქვენ ვინ ბრძანდებითო?
– ვენერას ქმარი ვარო – იმ კაცმა.
– ბატონო, მერე აქეთ გადმოჯექით, დაზარალებულებისკენ, როგორც პერსპექტიული დაზარალებულიო.”
“ნეტავ ასეთი სისულელე არ ჩამედინა” – ვენერა ობოლაშვილი თავისუფალია
კომენტარები