“სახელმწიფომ მიხედოს და დამარხოს, დედასაც კი უთქვამს, სადაც გინდათ, იქ გადააგდეთო“- საგარეჯოში სისხლიანი ღამის მომწყობი სამხედროს დაკრძალვის ადგილი, ჯერჯერობით უცნობია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ 49 წლის ყოფილი სამხედროს, ნოდარ ათუაშვილის ცხედარი, სახელმწიფომ უნდა დაკრძალოს.
“როგორც ვიცით, მორგში ასვენია. ამ კორპუსში მისი გადმოსვენება რანაირად წარმოგიდგენიათ? ოჯახს სურვილიც არ გამოუთქვამს. ხალხი ლაპარაკობს, დედაც კი ამბობს, სადაც გინდათ, იქ გადააგდეთო, ნახევარძმამ უარი თქვა ცხედრის მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო მიხედავს ალბათ. ჩვენ ახლა ეს ბიჭები უნდა გავასვენოთ ღირსეულად, სამოქალაქო პანაშვიდი მოვაწყოთ და დაჭრილებზე ვიზრუნოთ. საავადმყოფოში, გიორგიმ თვალი გაახილა და იქ ცალკე ვგულშემატკივრობთ. ბევრი დარდი გვაქვს და სულ არ გვაინტერესებს, იმ კაცს სად დაკრძალავენ,” – ამბობს ერთ-ერთი საგარეჯოელი.
ჯერჯერობით უცნობია, ყოფილი სამხედროს ცხედრის დაკრძალვაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სახელმწიფო უწყებები, ან რა ფორმით ჩაერთვება საქმეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია.
ერთ-ერთ ვერსიით, ათუაშვილს, ხუთიდან ერთ გარდაცვლილთან, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, კონფლიქტი ჰქონდა.
წყარო: Primetime
კომენტარები