ჟურნალისტი, თამარ ბუჩუკური:
“მაყურებლები, რომლებიც პროდასავლური ოპოზიციური არხის “მთავარის” გულშემატკივრები არიან, არ იმსახურებენ ყალბ ინფორმაციებზე დაყრდნობით მომზადებული სიუჟეტების ყურებას.
ახლა, როცა ყველაზე დიდ ოპოზიციურ, დასავლურ პარტიაში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც ცალსახად მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ გამოიწვია, ეს “ოპოზიციური” არხი ლევან ხაბეიშვილის აქტივობებს სრულყოფილი სახით არ აშუქებს, თუმცა მაყურებლებს აქვთ აღქმის კარგი ხარისხი და “მთავარის” შექმნილი პოლიტიკური ამინდით არ იმართებიან… დააკვირდით თქვენს ნამოქმედარს – მაყურებლები სოციალური ქსელის მომხმარებლებიც არიან, ნუ ექცევით მათ მიკერძოებულად! მედიის ანბანი ბალანსის დაცვაა!!! აღნიშნული შეხვედრის რეალური, არა “მთავრული” ფოტო მასალა იხილეთ და დასკვნები გააკეთეთ. არხის ისტორიით, “იმედისგან” უნდა განსხვავდებოდეთ! მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ცხადია, პოსტი არ ეხება ყველა ჟურნალისტს და პროდიუსერს, რომლებიც კეთილსინდისიერად ყველა მხარეს ყოველთვის აშუქებს. საბედნიეროდ, ბევრია ასეთი ჟურნალისტი! დანარჩენებს კი, მავანნი უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩააყენებთ. მალე გავა 28-29 იანვარი და 30-დან ყველა ერთმანეთს შეხვდებით, შევხვდებით, ისევ გვეტყვით, რომ მთავარი ჩვენ ვართ, მაყურებლები და ჩვენ ამის ძველებურად უნდა გვჯეროდეს!
P.S. გიორგი მუმლაძეც კანდიდატია, მედია ბალანსისთვის მაინც რომ იცოდეთ.”
კომენტარები