ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე, ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრისას, ამბობს:
-ადამიანები დადიან პატიმრებთან, რომლებიც მანამდე საერთოდ არ უნახავთ, იქედენ წერილები გამოაქვთ, ერთხელ არ ჰყავთ ეს ადამიანები ნანახი. ერთხელ არ უნახავთ ადამიანი, ვისთანაც ახლა შედიან და ახლა დახმარებას სთხოვენ. ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც მხოლოდ რუსეთთან ბრძოლა აინტერესებთ და ამისთვის იხდიან დღეს სასჯელს, პოლიტიკური ცხოვრება საერთოდ არ აინტერესებთ და ხვალაც მიდიან… იარონ, ეს არის სამარცხვინო. პატიმართან რომ შედიხარ, ამხნევებ და მას ეკითხები, რა გინდა, პატიმარს სთხოვო დახმარება მსგავსი არაფერი… დავდიოდი ნიკა გვარამიასთან და მიხეილ სააკაშვილთან და ამ არჩევნებზე არც მილაპარაკია, ვერც კი წარმომიდგენია, ადამიანებს რომლებიც ტყვეები არიან, აქეთ ვთხოვო დახმარება, რომელ მხარეს ხარ და რას აკეთებ. ადამიანს, რომელსაც 8 წელი ხმა არ ამოუღია, დიახ, რომან შამათავა, ჩემი ძვირფასი ავტორიტეტი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, როგორც მეომარ ადამიანს, რომელთანაც არავის აზრადა არ მოსვლია სანახავად შესულიყო. ანი წითლიძე იყო ერთხელ შესული და ნონა მამულაშვილი იყო ორჯერ შესული. რამდენიმე დღის წინ ხაბეიშვილი იყო შესული და ხვალ კიდევ მიდის, მხარდაჭერისთვის. მე არ მინდა. თუნდაც ეს განსხვავება ძალიან მომწონს, რომ ეს არ შეუძლია ნიკა მელიას რომ გააკეთოს.
კომენტარები