თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, კარანტინის დროს დაშვებული შეცდომის გამო თავისი ნებით გადადგა.
„მომხდარმა ამბებმა და გავრცელებულმა კადრებმა ჩვენს მაღალ დონეზე მართულ სისტემას ჩირქი მოსცხო. არასდროს მქონია სურვილი ზიანი მიმეყენებინა ჩემი ხალხისთვის, მე მათი და პრეზიდენტის ერთგული ვიქნები ყოველთვის და ბოდიშს ვუხდი ყველას. ეს იყო ღირსეული ტვირთი და მე მას ჩემი ნებით ვტოვებ. ღმერთმა დალოცოს თურქი ხალხი“, – განაცხადა უკვე ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ.
თურქეთში კომენდანტის საათი 10 აპრილს ამოქმედდა და 31 პროვინციის მოსახლეობას, მათ შორის ანკარის, სტამბოლისა და ანტალიის მცხოვრებთ მომდევნო დღიდან ქუჩაში გამოსვლა აუკრძალა.
12 აპრილის მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის 56,956 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 3,446 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1,198 გარდაიცვალა
კომენტარები