ექიმი იაგო ფრანგიშვილი:
„როცა ადამიანი რაღაც კონკრეტულს, ძალიან კონკრეტულს ძალიან ხმამაღლა ამბობ და თან ეს კონკრეტული ძალიან მნიშვნელოვან თემებს ეხება,
უნდა იცოდე,
უნდა გეყოს ადამიანობა და აღიარო,
რომ ამისათვის ვიღაცა მინიმუმ ზუსტად ისე მოგექცევა, როგორც შენ მოიქეცი.
როცა უწოდებ ძალიან ბევრი ადამიანისათვის დიდ პიროვნებას ,,ხვადაგს,, და ,,დიასახლისების გამაუპატიერებელს,,
თან უკვე 100 წლის წინ გარდაცვლილს, ფაქტების და დასაბუთების გარეშე, აი ისე, ჰარი ჰაროლოსავით რომ ამოგივა ამგვარი რამ პირიდან,
მაშინ უნდა იცოდე, რომ ხვადგურად მოგექცევიან.
ეს თუ არ იცი და,
ან ხარ მარსიდან ახლადჩამოფრენილი
ან გსურს ეს პროვოკაციები…
ამით მე იმას კიარ ვამბობ, რომ ,,ხვადგობა,, კარგია
ან
ხვადაგი არ ამხილო და პირში წყალი ჩაიგუბო…
ამხილე, ოღონდაც რაღაცა ლოგიკით და რაღაცა აზრი ჰქონდეს ამ მხილებას.
მე ამით ,,ხვადგობას,, კიარ ვამართლებ
მეც ძალიან მინდა რომ ,,ხვადგური,, საქციელის ადამიანსაც მოექცნენ კულტურულად, არგუმენტატიულად, რესპექტით, თავზე ნაგავი არ დააყარონ, კვერცხი და პამიდორი არ ესროლონ, არ აგინონ, თავში არ უტყაპუნონ…
მეც მინდა აი ისეთი ადამიანების საზოგადოება გვქონდეს, სადაც აუღელვებლად და დისკუსიებით გადაჭრიან ყველა პრობლემას….
მაგრამ….
ეს დედამიწაა
აქ ასეთი წესია რომ
არშინით, რომლითაც სხვას ზომავ, შენ ის სხვა სულ სხვანაერი და მისთვის მისაღები არშინით გაგზომავს
და თუ ხვადგურად მოიქეცი
გაცილებით უფრო ხვადგურად გადაგიჭერს აი იმ არშინს.
ესაა რეალობა და თუ ვერ ხედავ, ვერ ყოფილხარ აისეთი, როგორიც თავი გგონია
და თუ არ ხედავ და საზოგადოებას ეკაიფები
ამის შესაბამისი ქმედებებით სავსეა მსოფლიო ისტორია…
სავსეა ჩვენი ყველასი, თითოეული ჩვენთაგანის ყოველდღიურობა….“
კომენტარები