ყოფილი პარლამენტარი, დავით დარჩიაშვილი:
,,ძალიან არ მინდა, ეგებ გამოსწორდეს. ან იქნებ ახლიდან დაწყება სჯობდეს. მეხსიერებაში ე.წ. ბანკობია ტივტივდება, კომუნისტების მოსვლამდეც რომ ხოცეს ჰალსტუხიანმა წინაპრებმა ერთმანეთი. ენმ-ში შექმნილ ვითარებას ვგულისხმობ. შეიძლება მედიაც ხელს უწყობს ამ ბაკხანალიას? მიკროფონი ხომ იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი – თან ინტერვიუერმაც თუ კარგად შეუძახა. მაგრამ პასუხისმგებლობა მაინც რესპოდენტებზეა. თქვენ ისე აზიანებთ ერთმანეთს, რომ ბოლოს, ტალახის დიდი გუნდის მეტი, არც არაფერი რჩება. ანა სად გავერკვეთ მსმენელ- მაყურებლები, ვინ ვის როდის რა უთხრა ამა თუ იმ მანქანის კუთვნილების შესახებ? ან რატომ გავერკვეთ? ერთხელ ესეთი მარაზმი ზვიადის მიმდევრებს დაემართათ. ახლა მიშას მიმდევრებს ემართებათ. ბევრად მაწუხებს ეს მარაზმი, ვიდრე მთელი კრემლ-ოცნების სამყარო. არა და არ გვინდა საკუთარი ავადმყოფობის სწავლა-მკურნალობა და მერე გვიკვირს – იიი, კრემლი გვიპყროობს! ტფუ!
კომენტარები