„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას კეზერაშვილის მიერ მანქანის მიცემაზე, ასე ეხმაურება:
„არავის გაუღვიძია და დილას ავტოფარეხში მანქანა თავისით არ გაჩენილა. თვითონვე გასცა პასუხი. დაბრუნება უნდოდა და უთხრეს, რომ კარგად იყავი შენც და შენი მანქანაც, იმიტომ, რომ არის ტყუილი, ავტოფარეხში არ მდგარა [მანქანა] და დანარჩენ სიღრმეებში ჭორაობას არ ვაპირებ“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
კომენტარები