ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, “ტვ პირველთან”, ჟურნალისტ, ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.
ლევან ხაბეიშვილი:
-ნიკა არის ადამიანი, რომელმაც აჭარაში ლამის მოკვეთა ლევან ვარშალომიძე და მთავარ მტრად გამოაცხადა, მათ შორის, შიდაპარტიულ არჩევნებში. დაუპირისპირდნენ ლევან ვარშალომიძეს აჭარაში, დაუპირისპირდნენ დავით კირკიტაძეს რუსთავში. რუსთავი დავით კირკიტაძემ და მისმა გუნდმა ხომ არ მოიგო? როგორ წარმოგიდგენიათ მოგებული რუსთავის რეგიონალური ოფისის თავმჯდომარეს, ასე აგდებით მოიხსენიებდეს პარტიის თავმჯდომარე და ემუქრებოდეს გაგდებით.
ინგა გრიგოლია:
-თუმცა, გიორგი კირთაძემაც არაჩვეულებრივი შედეგი დადო, ვინც პარტიის გენერალურ მდივნად დაასახელა დღეს ნიკამ.
ლევან ხაბეიშვილი:
-კი, ბატონო, ერთის მხრივ, ამბობდე, რომ გიორგი კირთაძე კარგია და მეორეს მხრივ აჭარაში ლევან ვარშალომიძეს აძაგებდე, ეს არანორმალურია. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებთან ლევან ვარშალომიძე ასოცირდება აჭარის აღორძინებასთან, მიშა სააკაშვილთან. გიორგი ბოტკოველი- საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო კახეთში, თელავიდან იმარჯვებს და ეს ადამიანი თავს ესხმის და ბოტკოველი უნდა გავაგდო პარტიიდანო. როგორ შეიძლება ბადრი ბასიშვილს გაეკიდო და აძაგებდე? ვინ გყავს უკეთესი? თუ ვინმე ჰყავს უკეთესი, გვითხრას, იქნება ვეუბნებით, მიდი, ნიკა, თქვენ გვერდით ვართ. ნიკა გვერდით გუნდი ვინც იყო, შემოეშალა, სიმართლე ესაა. ლევან ვარშალომიძე ჩართილი არ არისო, კი, ნიკა მელიამ უზრუნველჰყო, რომ ლევან ვარშალომიძე არ არის აჭარაში.
ინგა გრიგოლია:
-ლევან ვარშალომიძე არ გამოჩენილა…
ლევან ხაბეიშვილი:
-როგორ გამოჩნდებოდა, პარტიაში არანაირი ფუნქცია არ მისცა პარტიის თავმჯდომარემ. დღეს რომ წარადგინა გიორგი კირთაძე – ლევან ვარშალომიძეს რატომ, არ დაუძახა, რატომ არ ესაუბრა? რატომ, გაუხსნა ცეცხლი წინასაარჩევნოდ?
ინგა გრიგოლია:
-არ იყოთქო, ეს კაცი, გაიწია პოლიტიკიდან…
ლევან ხაბეიშვილი:
-რა პოლიტიკიდან გაიწია, რეგიონალური თავმჯდომარეა დღესაც აჭარის. თუ არ დაუძახებ, არავინ არ იქნება ჩართული. ყველას მტრად თუ გადაიქცევ… ზაზა ბიბილაშვილიც იყო პარტიაში და წავიდა, გაიქცა, რატომ წავიდა ზაზა ბიბილაშვილი? პარტიის თავმჯდომარეს არ შეუძლია კომუნიკაცია. გიორგი მუმლაძე, რომელიც დღეს არჩევნებშია, თავად ამბობს, რომ ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ. ნონა მამულაშვილი პარლამენტიდანაც წავიდა და პარტიიდანაც და არჩევნებმა მოიტანა ის, რომ ნონა დღეს არის ჩართული ნაციონალურ მოძრაობაში.
კომენტარები