ჟურნალისტი, თამარ ბუჩუკური:
“დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია აუდიტის სამსახურის განცხადებამ, სადაც აღნიშნულია შემდეგი:
აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა…”
ბევრმა აღნიშნულის გამო ლევან ბეჟაშვილი დაამუნათა. მას ნიკანორ მელიას მომხრეები აუდიტის ენმ-ში გადამისამართებასა და სხვა არაერთ აბსურდში ადანაშაულებენ… ახლა, რატომ არის ლევან ბეჟაშვილის მიმართ გაცხადებული პრეტენზიები თუ შეფასებები მელიას აბსურდის თეატრის უნიჭო სცენარი?..
ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილმა ნიკანორ მელიას ავტომობილის სახით პირადი!!! საჩუქარი გადასცა. “ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდნენ, პირადად მიიღო საჩუქრები, მათ შორის, ავტომობილი” – თქვა ბეჟაშვილმა.
ამ განცხადებას ნიკანორ მელია სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დავით კეზერაშვილის ნაჩუქარი მანქანა პარტიას ეკუთვნის და არა პირადად მას.
იმის გამო, რომ მელიამ სავარაუდოდ, ამომრჩევლებისთვის იკეკლუცა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც არ დააყოვნა და არადეკლარირებულ საჩუქარზე მოკვლევა რა თქმა უნდა, ცალსახად ნიკანორ მელიას განცხადების საფუძველზე დაიწყო და არა ლევან ბეჟაშვილის, როგორც ამის შეფუთვას მელიას გარემოცვა აქტიურად ცდილობს!
“ბოლოს, ამ თვენახევრის წინაც ვთხოვე ბაჩო დოლიძეს გადაეცა კეზერაშვილის ოჯახის წევრისთვის, დიმა ჩიქოვანისთვის, რომელმაც არ ჩაიბარა ეს ავტომობილი… „ნაჩუქარი“ ავტომობილი პარტიის ავტოფარეხშია.” – ასე ასრულებს აღნიშნულ პოსტს მელია.
ახლა კი, თქვენ გადაწყვიტეთ მეგობრებო, ვის განცხადებას მოჰყვა აუდიტის მხრიდან რეაგირება?! ბეჟაშვილის, რომელმაც პირადი საჩუქარიაო, თქვა თუ მელიასი, რომელმაც დაწერა, რომ პარტიისაა და არა ჩემიო.
P.S. ბაჩო დოლიძე ალბათ, ტელეკომპანია “ფორმულას” შენობას ვერ აგნებს და კეზერაშვილის რომელიმე ნათესავს ლოკაცია უნდა ჩაეგდო… დაბრუნების რეალური სურვილის შემთხვევაში ავტომობილს დატოვებდნენ მაგალითად “ფორმულას” ავტოსადგომზე და არა – ენმ-ის…”
კომენტარები