“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, “ტვ პირველთან” ჟურნალისტ, ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს:
ინგა გრიგოლია:
-ნიკა მელიამ თქვა ამ სტუდიაში, ნაყოფიას გაწევას მოითხოვდა დათო კეზერაშვილიო და ამის საპასუხოდ, თქვენმა ფლანგმა გააკეთა განცხადება, რომ ნაყოფია ბოლო პერიოდში ორჯერ შეხვდა დათო კეზერაშვილსო.
ლევან ხაბეიშვილი:
-მე არ გავაკეთე…
ინგა გრიგოლია:
-თქვენმა ფლანგმა, ლევან
ლევან ხაბეიშვილი:
-თავად კობა ნაყოფიამ თქვა ეგ და რატომ ამბობთ, რომ მე ვთქვი?
ინგა გრიგოლია:
-თქვენმა ფლანგმა თქვა…
ლევან ხაბეიშვილი:
-არ არის ინგა, ასე.
ინგა გრიგოლია:
-არა, არის ასე.
ლევან ხაბეიშვილი:
-ჩემი თხოვნაა გადაამოწმოთ.
ინგა გრიგოლია:
-რაზე შეხვდნენ ნაყოფია და კეზერაშვილი, ამას გეკითხები.
ლევან ხაბეიშვილი:
-შეიძლება გიპასუხოთ? თქვენ ხომ ამბობთ თქვენ გაახმოვანეთო?
ინგა გრიგოლია:
-ხო.
ლევან ხაბეიშვილი:
-მე არ გამიხმოვანებია…
ინგა გრიგოლია:
-რაზე შეხვდნენ ნაყოფია და კეზერაშვილი.
ლევან ხაბეიშვილი:
-ინგა, თქვენ ფიქროთ, რომ მე გავახმოვანე ეს შეხვედრა?
ინგა გრიგოლია:
– რაზე შეხვდნენ-თქო, ფაქტზე გეკითხებით…
ლევან ხაბეიშვილი:
-მე რა ვიცი, რაზე შეხვდნენ, ეს კობა ნაყოფიას და ნიკა მელიას ჰკითხეთ.
ინგა გრიგოლია:
-არ გაქვთ ინფორმაცია?
ლევან ხაბეიშვილი:
-არა. ინგა რატომ ბრაზობთ? თქვენმა ფლანგმა გაახმოვანაო, ტყუილია, მე არ გამიხმოვანებია, არც ჩემ ფლანგს, კობა ნაყოფიამ გაახმოვანა.
ინგა გრიგოლია:
-მე ცოტა დაბნეული ვარ, არა უშავს, ფაქტს მიდასტურებთ, რომ შეხვდნენ, ხო?
ლევან ხაბეიშვილი:
-მე რას გიდასტურებთ, მე რა ვიცი.
ინგა გრიგოლია:
-რაზე შეხვდნენ, გაქვთ ინფორმაცია?
ლევან ხაბეიშვილი:
-კობასგან გავიგე ეს ინფორმაცია. საზოგადოებას ავუხსნათ, კობა ნაყოფიას ჰქონდა ინტერვიუ, სადაც თქვა რომ 2022 წლის დეკემბერში შეხვდა…
ინგა გრიგოლია:
-რატომ შეხვდნენ-თქო? გაქვთ ინფორმაცია?
ლევან ხაბეიშვილი:
-არ ვიცი. მე და თქვენ ხომ ვმეგობრობთ, არა? მე ხომ უნდა აგიხსნათ, რომ…
ინგა გრიგოლია:
-კარგით, მედიას დაუდასტურა ნაყოფიამ…
ლევან ხაბეიშვილი:
-არ დაუდასტურა, მან თქვა პირველმა, იქედან გავიგე მე…
ინგა გრიგოლია:
-შინაარსზე გეკითხებით…
ლევან ხაბეიშვილი:
-არ ვიცი, მე ვიცი, კობამ რაც თქვა ის.
ინგა გრიგოლია:
-თქვენ არ გიყვებიან ამ შეხვედრის დეტალებს?
ლევან ხაბეიშვილი:
-არა, არც მაინტერესებს.
ცნობისთვის, კობა ნაყოფიამ “რადიო თავისუფლებასთან” განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში დავით კეზერაშვილთან ორი კომუნიკაცია ჰქონდა, ერთი 22 წლის დეკემბერში და მეორე იანვარში. კობა ნაყოფიამ დაადასტურა, რომ კეზერაშვილთან ისაუბრა პარტიაზე და პოლიტიკაზე. მან თქვა, რომ ნიკა მელიასგან იცის, რომ დავით კეზერაშვილმა მისი, კობა ნაყოფიას ჩამოშორება მოითხოვა პარტიიდან, თუმცა, თქვა, რომ ამ თემაზე კეზერაშვილთან არ უსაუბრია. შეგახსენებთ, კობა ნაყოფია ღიად აცხადებს რომ შიდაპარტიულ არჩევნებში ნიკა მელიას უჭერს მხარს.
კომენტარები