ქართველ სასულიერო პირს მადრიდში კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმადრიტმა პიროს გოცირიძემ განაცხადა არქიმანდრიტის დაინფიცირების წყარო უცნობია.
“10 დღის წინ დამეწყო სიცხე, სახსრების ტკივილი მქონდა, სისუსტეს ვგრძნობდი და თავი მტკიოდა ძალიან. 6 დღის წინ დამეწყო ტკივილი გულის მხარეს, როდესაც ვსუნთქავდი, ვგრძნობდი, რომ გული მაწუხებდა. მითხრეს, რომ კორონავირუსი მაქვს, ოღონდ იოლ ფორმებში… თვითონ ეკლესიამაც გააკეთა განცხადება და ჩვენც მოგვწერეს ოფიციალურად, რომ აღარ გვქონდა უფლება ჩაგვეტარებინა მსახურებები და მაგ პერიოდიდან უკვე აღარ ტარდებოდა. გადავედით ონლაინ ლოცვებზე”, – ამბობს გოცირიძე “ფორმულასთან”.
კომენტარები