ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც imedinews-ს უწყებაში განუმარტეს, უკრაინის დროებით რწმუნებულს მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას მოსთხოვენ.
„დავიბარეთ სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის. ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები ამ შეხევდრაზე მასთან განხილული არ იქნება“, – აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კომენტარები