147
ეკონომიკის დოქტორი, ოთო აბესაძე:
„
სოციალური დახმარების ზრდით მანიპულირება არის ჩვეულებრივი მავნებლობა.

სოციალური დახმარება არის მინიმუმის მინიმუმი, რითაც მთავრობა ეხმარება უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ პირებს.

ამით ასევე ხელს უწყობს მათ “გაზარმაცებას” და სხვადასხვა შემოსავლის დამალვას.

ასევე სოც. დახმარების მოხსნა დაკავშირებულია ქულების დაგროვებასთან და სხვადასხვა ნივთის შეძენასთან და არა ადამიანის ეკონომიკურ განვითარებასთან.

უნდა დაინერგოს ე.წ. “აუსბულდინგი” – ს მეთოდი, რაც გულისხმობს შემდეგს:

ადამიანი იღებს სოც. დახმარებას გარკვეული ვადით ( პირობითად 1 წელი) და ამ პერიოდში ბენეფიციარს სრულად უფინანსდება პროფესიულ სასწავლებელში სწავლა. (შედუღება, დურგლობა, სარემონტო სამუშაოები, ჭრა-კერვა, ელექტრიკოსი, ავტო ხელოსანი და ა.შ)

სერტიფიცირებული და დიპლომირებული ბენეფიციარი შედის შრომის ბაზარზე და მას ეხსნება სოც. დახმარება

ბენეფიციარი საქმდება ან საკუთარი რესურსით (უკვე კვალიფიცირებული) ან პროფესიულ კოლეჯთან აფილირებულ ორგანიზაციაში.

ადამიანებს უნდა მიეცეთ განვითარების საშუალება და არ უნდა იყვნენ დამოკიდებული საბიუჯეტო სახსრებზე.“
კომენტარები