უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს მადლობას უხდის იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის მიხედვითაც, გერმანია უკრაინას ლეოპარდის ტიპის 14 ტანკს გაუგზავნის:
“გერმანული მთავარი საბრძოლო ტანკები, თავდაცვის მხარდაჭერისა და სასწავლო მისიების შემდგომი გაფართოება, მწვანე შუქი პარტნიორებისთვის მსგავსი იარაღის მიწოდებისთვის. ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებების შესახებ, მხოლოდ მაშინ გავიგე როდესაც ოლაფ შოლცს ვესაუბრებოდი. გულწრფელად მადლობელი ვარ კანცლერის და ყველა ჩვენი გერმანელი მეგობრის.” – წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ შოლცის განცხადებას: “ახლა ჩვენ ვაწვდით ყველაზე მეტ იარაღს, დიდ ბრიტანეთთან ერთად. თუ ჩვენ შევაჯამებთ იმას, რისი მიწოდება გადავწყვიტეთ აქამდე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანია ყოველთვის იქნება პიონერი უკრაინის მხარდაჭერაში”
კომენტარები