ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნიკა მელიას მხარდამჭერმა, მირდატ ქამადაძემ საქართველოს პირველი არხთან საუბარში, განაცხადა:
„როდესაც უკვე ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის კი არ იბრძვი, არამედ ემსგავსები იმ ადამიანს, ვინც ციხეში ჩაგსვა მაშინ, მთლად ვაჟკაცურადაც ვერ მჯდარხარ. ეს კითხვები ჩნდება. ვანო მერაბიშვილი უნდა გამოვიდეს საჯაროდ, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ, რომ კულისებიდან მართვა უნდა. კულისებიდან მართვის წინააღმდეგი ვარ.
თორემ დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობა საერთოდ არ არის პრობლემა. როდესაც ჩვენ, მაგალითად, ტელეკომპანია „ფორმულას“ ვერთვებით და „ფორმულის“ ეთერით ვესაუბრებით ჩვენს თანამშრომლებს, დიახ, ეს დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობასაც ნიშნავს, ხომ? იმიტომ, რომ ის არის დამფუძნებელი, მაგრამ აქ თანამშრომლობა საჯაროა, საზოგადოებამ იცის ყველაფერი.
ბატონი ლევან ხაბეიშვილისგან არ ველოდი ასეთ თავდასხმებს. მართლა ყველაფერი გვაკადრა, რისი კადრებაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. მგონია, რომ ჩვენ მაქსიმალურად კორექტულები ვართ და არსად ზედმეტი სიტყვა არ გაგვქცევია მის მიმართ“
კომენტარები