საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ბექა დავითულიანი გამოეხმაურა CS Victims-ის სტატიას, რომლის თანახმად, ივანიშვილი Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს და თქვა:
„დღემდე რა პროცედურებიც არბიტრაჟსა და სასამართლოებში შედგა, ყველგან ბიძინა ივანიშვილი გაამართლეს. მეტიც, ბანკს დაევალა, რომ თანხა ჩაერიცხა. არ ჩარიცხა და მერე სპეციალურად ამაზე სარჩელი იყო შეტანილი. მოგებულ სასამართლოზე როდესაც თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მართალი და მიუხედავად ამისა, თანხა არ დაუბრუნეს, მერე კიდევ შედგა სარჩელი თანხის დაბრუნებაზე და მერე ისიც დაკმაყოფილდა, როგორც ვიცი. სადღაც რაღაც სამართალი ხომ უნდა არსებობდეს?! ადამიანს აქვს თანხა შეტანილი, ბანკის თანამშრომელმა ეს თანხა მისი ნებართვის გარეშე უკანონოდ და წამგებიანად განკარგა და უკან არ უბრუნებენ. ეს ხომ არსად ხდება? რა თქმა უნდა, ეს ეჭვებს აღძრავს, მითუმეტეს როცა ამ საერთო რაღაც კამპანიაში ჯდება, რომელიც დიდწილად დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პოზიციების დაკავებასთან გარკვეულ თემებთან მიმართებაში“
“ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან დავაში” – CS Victim-ის სტატია
კომენტარები