„გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, მედიასთან განაცხადა:
“12 პუნქტზე მუშაობა ჯერჯერობით გაჩერებულია, რადგან „ქართული ოცნების“ გარდა მეორე მთავარი აქტორი „ნაციონალური მოძრაობაა“ და ახლა, ამ მომენტში არ არსებობს არავინ, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას გამოხატავს. ამიტომ, მოლაპარაკებები თუნდაც სახალხო დამცველზე ვფიქრობ, სერიოზული არ იქნებოდა.
მოლოდინი მაქვს, რომ როგორც კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაირკვევა ვინ ჰყავთ ლიდერი და რა პოზიციები აქვთ, ამის შემდეგ ალბათ რაღაც ტიპის კონსულტაციები დაიწყება. შანსი გვაქვს, რომ ავირჩიოთ სახალხო დამცველი, იუსტიციის საბჭოს წევრებიც, შევჯერდეთ სასამართლო რეფორმაზე და ა.შ. უბრალოდ, ისევ და ისევ ეს დამოკიდებულია ჩემი კოლეგები რამდენად მზად იქნებიან, რომ რაღაც კონსენსუსზე წავიდნენ. ასეთი კონსენსუსის სივრცეები არსებობს“
კომენტარები