პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა:
„ნიშანდობლივია, რომ ზურა ერთადერთი ადამიანია, რომელიც ჩვენთან საუბარს გაურბის. ეშინია, რომ კითხვებს პასუხი გასცეს. ინტერვიუში ზურამ რამდენიმე ტყუილი თქვა. ყველასთვის ცნობილია, ვინმე თუ ადევნებდა თვალს საარჩევნო კამპანიას, რომ ზურაბ ჯაფარიძე ფარულად იღებდა დაფინანსებას, რომელიც ჩვენ არ ვიცოდით. „გირჩი“ გამოირჩევა იმით, რომ ყველა დაფინანსება ღია გვაქვს და საიტზე ჩანს ყველაფერი. ზურა იყო ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც დამატებით შემოსავალი ჰქონდა და ჩვენ არ ვიცოდით ამის წყარო. მეტიც, ელენე ხოშტარია რომ კეზერაშვილთან თანამშრომლობს, ვიცით, ნიკა მელიაც მშვენივრად თანამშრომლობდა მასთან და ნიკას, ზურასა და ელენეს კოალიციაზე ჩვენს დაშლამდე დიდი ხნით ადრე იყო საუბარი. რაც მთავარია, ვიცით, რომ „ფორმულა“ კეზერაშვილის ტელეკომპანიაა და რომ დააკვირდეთ, როგორ ამუშავდა ის ზურას დასაცავად, როცა საჭირო გახდა, ვფიქრობ, ყველა კითხვა მოიხსნება. მგონი, დროა ლაპარაკი დაიწყოს, არ გაექცეს კითხვებს და სიმართლე თქვას, არა თუ აქეთ პრეტენზიები წამოაყენოს. ყველაფერი, რაც არასწორი იყო, მისი მხრიდან იყო გაკეთებული“
კომენტარები