გამოცემის “ანალიტიკა” მიხედვით, უკრაინის გენშტაბის გადაწყვეტილებით, ლეგენდარული ა ზ ო ვ ი ს პოლკი, ოფიციალურად გამოეყო ეროვნულ გვარდიას, გარდაიქმნა მე-3 ცალკეულ მოეირიშე ბრიგადად და შეუერთდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებს. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია უმაღლესი სარდლობის გადაწყვეტილებით, ახლა უკვე აზოვის ბრიგადა, სრული პირადი შემადგენლობით გაიგზავნა ქ. ბახმუტში, ქალაქის დაცვის ამოცანის შესასრულებლად.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას, საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა აზოვის პოლკის დამფუძნებელი და მისი პირველი მეთაური, ამჟამად აზოვის ბრიგადის თანამეთაური ანდრეი ბილეცკი:
“აზოვის სპეციალური ოპერაციების ძალების პოლკი გახდა მესამე ცალკეული მოიერიშე ბრიგადა, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების ნაწილი.
ჩვენი საბრძოლო გზა იწყება ურთულესი მიმართულებით – ბახმუტზე.
გადამწყვეტი ბრძოლა ამ ომში ჯერ კიდევ წინ არის. მას ახალი მასშტაბები სჭირდება. ამიტომ სამხედრო სარდლობამ ეს მნიშვნელოვანი დავალება ჩვენ მოგვანიჭა.
ეს ნიშნავს რომ რუს ჩმობიკებს, ზეკებს (მსჯავრდებულებს), ვაგნერელებს, სოლოვიოვებსა და სამხედრო კორესპონდენტებს ექნებათ ზღაპრებისა და ლეგენდების დასაწერი მასალა. ჩვენ მათ უამრავ სიურპრიზს ვუმზადებთ.
ზამთარი ცხელი იქნება” – განაცხადა ბილცეკიმ.
კომენტარები