დეპუტატი, “ხალხის ძალის” ლიდერი, ადამ კინზინგერის განცხადებას ეხმაურება და წერს:
“ოჯახმა მოიკვეთა, საკუთარმა პარტიამ შერისხა, კონგრესი დაატოვებინეს და ახლა საქართველოს კომენტატორი გახდა?
ბატონი კინზინგერი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვს, შესაბამისად, 15 წელია რუსეთს არც ელჩი ჰყავს საქართველოში და ვერც ვერავის დავიბარებთ, მაგრამ შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას.
ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები”.
შეგახსენებთ, კინზინგერმა განაცხადა:
“საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, ქართულო ოცნებავ, იცით, რომ აგებს რუსეთი?”
კომენტარები