აშშ–ის საელჩო საქართველოში, ავრცელებს ფოტოს და წერს:
გილოცავთ, დღეიდან საქართველოს კიბერინციდენტებზე რეაგირების 17 სერტიფიცირებული სასამართლო ექსპერტი ჰყავს. მათი დახმარებით სისხლის სამართლის საქმეებში უფრო ეფექტიანად და სანდოდ მოხდება მტკიცებულებების შეგროვება.
სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იუსტიციის სამინისტროსა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა. ეს არის მესამე ფაზა ერთწლიანი პროგრამისა, რომელსაც შეერთებული შტატების დაფინანსებით საქართველოს პროკურატურაში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ოვი კეროლი უძღვება. პროგრამის მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს უფრო ეფექტიანად ებრძოლოს კიბერდანაშაულს.
კომენტარები