საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგი გამართა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით და განაცხადა:
„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაცია ყოველთვის არის გარკვეული სპეკულაციის საგანი. ჩვენ, როგორც თავიდან განვაცხადეთ, ვაგრძელებთ იმ მიმართულებას, რომ საზოგადოება ყოველთვის იყოს სათანადოდ ინფორმირებული.
მინდა, ვისაუბრო ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაზე. კერძოდ, მსჯავრდებულის ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება ან გადავადება, რასთან დაკავშირებითაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, 2022 წლის 8 დეკემბერს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა. ამ შემთხვევაში სამსახურის ინტერესს წარმოადგენდა, რამდენად მეცნიერულად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა და გამოტანილი დიაგნოზები რამდენად შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან.
ჩვენ 2023 წლის 26 იანვარს ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან მივიღეთ დასკვნა, რაც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. ეს არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დოაგნოზები.
თამამად უნდა ითქვას, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ „ემპათიას“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები, არ არის სარწმუნო და უტყუარი. ეს დასკვნა წარედგინება სასამართლოს შესაბამისი წესით და ბუნებრივია, სასამართლოში გაგრძელდება შემდგომი მსჯელობა სასჯელის გადავადებასთან და მისი შემდგომი მოხდისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
მათ შეისწავლეს უშუალოდ დასკვნა და ამის შესაბამისად მიიღეს გადაწყვეტილება.”
კომენტარები