იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, განმარტავს, რატომ ჩათვალეს საჭიროდ, ცენტრ ემპათიის დასკვნის ექსპერტიზა დაეკვეთათ სამხარაულის ეროვნული ბიუროსთვის და ამბობს:
“აქ საუბარი არის იმაზე, რომ თითქოსდა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და მისმა თანამშრომლებმა ეს ადამიანი აწამეს. ამაზე საუბრობენ ექსპერტები. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ცენტრ “ემპათიას” ექსპერტებს.
ეს ხალხი ამბობს იმას, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი ვინმემ აწამა და წამების შედეგად მას განუვითარდა ისეთი დაავადებები, რაც მათი დასკვნების შესაბამისად არსებობს. ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, ცენტრ “ემპათიას”, რაც, ბუნებრივია, არის სიცრუე. ჩვენ არავის ვაწამებთ.
თუ მას სჭირდება მკურნალობა, ის იმყოფება საავადმყოფოში და როდესაც ვინმე ბედავს და გვეუბნება, გვაბრალებს მსგავს უმსგავსობას, რომ თითქოსდა სახელმწიფო ვინმეს აწამებს და ამას წერენ დასკვნაში, ბუნებრივია, რომ ამაზე ჩვენ გვექნება რეაგირება და აქვე საზოგადოებას ისიც უნდა ვუთხრათ, რომ ექსპერტი, რომელიც წერს იმას, რომ თითქოსდა ვინმე აწამეს, მას ამის უფლება საქართველოს კანონმდებლობით საერთოდ არ აქვს”
კომენტარები