გვერდი “საგარეჯო”, რომელიც საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი და დაზარალებული ადამიანებისთვის დასახმარებლად თანხას აგროვებდა, წერს:
“ჩემო ძვირფასო საგარეჯოელებო და არა მარტო, კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ჭირშიც და ლხინშიც ერთმანეთის გვერდით ვართ ჩვენ ყველას სიხარული გვიხარია და ყველას მწუხარებას ვიზიარებთ როგორც საკუთარს, თქვენი დახმარებით გიორგის დედის ანგარიშზე გადავრიცხეთ 6645₾ დანარჩენი დაზარალებულებისთვის შეგროვილი თანხა გაიყო და განაწილდა თანაბრად, ყველა ძალიან განვიცდით ლიზის თვალის მდგომარეობას და იმედი გვაქვს, რომ პროფესიონალი ექიმების დახმარებით შეძლებს მალე დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას, ერთ-ერთმა დაზარალებულმა ვალერი მათიაშვილმა უარი თქვა დახმარებაზე და ის თანხაც გადანაწილდა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ დაზარალებულებს ამიტომ მაქსიმალურად
უნდა შევძლოთ დახმარება
ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო @maiko partskhaladzes და @ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკს, რომლებმაც პირველივე წუთიდან დაიწყეს სისხლის შეგროვება და 3 ლიტრი სისხლი (1500₾მდე ღირებულების) უსასყიდლოდ გადასცეს გიორგის და ასევე დონორთა კომპენსაციის თანხებიც გადმორიცხეს ჩვენს ანგარიშზე, ასევე მადლობა @Naziko -ს , @giorgi arishvili -ს, @mariam durglishvili -ს @giorgi davitelashvili -ს, @ani ivanishvili -ს რომლებიც ყოველთვის მზად არიან ყველა კარგი საქმის გასაკეთებლად, აი ასეთი ხალხი ცხოვრობს საგარეჯოში და ძალიან გვიხარია მადლობა კიდევ ერთხელ!!!”
კომენტარები